აქტივისტები, რომლებიც ჰომოსექსუალების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, გეები აღმოჩნდნენ

აქტივისტები, რომლებიც ჰომოსექსუალების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, გეები აღმოჩნდნენ

6 აქტივისტი, რომელიც ჰომოსექსუალების წინააღმდეგ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობდა, საბოლოოდ თავად აღმოჩნდა გეი.

1. ჩრდილოეთ კაროლინას რესპუბლიკელთა საბჭოს კანდიდატი სტივ უილსი ანტიჰომოსექსუალურ კამპანიას აწარმოებდა და მხარს უჭერდა შტატში ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვას. თუმცა, 2014 წლის მაისში სენსაციური ამბავი გავრცელდა, რომ ის წლების წინ მუშაობდა გეების "დედოფლად" და შოუს წამყვანი სახე იყო კლუბში Odyssey. ამასთან, თავად სტივი რეჟისორობდა შოუს და მისი სასცენო სახელი "მის მონა სინქლერი" იყო. უილსი ასევე რეკლამას უწევდა 2011 წლის "მის გეი ამერიკას" კონკურსს.

2. მასწავლებელი დუგლას ჰესი წლების მანძილზე ანტიჰომოსექსუალთა აქტივისტი იყო და კალიფორნიაში გეი ქორწინება რომ აეკრძალათ, აქციებზეც კი დადიოდა. თუმცა, 2012 წლის აგვისტოში "უამრავ არასრულწლოვან ბიჭზე" სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს.

3. შტატ ჯორჯიას ბაპტისტი პასტორი ედი ლონგი ცნობილია 2004 წლის მარშით, სადაც ყველას უხსნიდა, რომ ქორწინება მხოლოდ შეიძლება იყოს ქალსა და კაცს შორის. ის ასევე აცხადებდა, რომ მის ეკლესიას შეუძლია ადამიანებს ჰომოსექსუალიზმი "მოაშოროს". თუმცა, მოგვიანებით, 4 ახალგაზრდა კაცის (20, 21, 22 და 23 წლის ასაკის) გამო სასამართლოში გამოცხადება მოუწია. როგორც ახალგაზრდები აცხადებდნენ, პასტორმა მისი პოპულარობა და გავლენა გამოიყენა იმისთვის, რომ ისინი სექსუალურ ურთიერთობაზე იძულებით დაეთანხმებინა. ურთიერთობა თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. პასტორმა ბიჭები კენიაში წაიყვანა, გადაიხადა სასტუმროს ოთახის ღირებულება და დაასაჩუქრა ავტომობილით, ძვირფასეულობითა და ფულით - სანაცვლოდ მოითხოვა საერთო მასტურბაცია, ორალური სექსი და ავხორცული მასაჟი.

4. ედი ლონგს "არ ჩამორჩა" პასტორი ტედი, რომელიც კოლორადოს ეკლესიაში მოღვაწეობს. ტედ ჰეგარდი მახეში მეძავმა და პროფესიონალმა მასაჟისტმა, მაიკ ჯონსმა გააბა. მაიკ ჯონსს 2006 წელს ფული გადაუხადეს და სექსისთვის 3 წლით დაიქირავეს. საინტერესოა, რომ ჰეგარდი მხარს უჭერდა კოლორადოში არსებულ კანონპროექტს, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინებას კრძალავს.

5. ახალგაზრდა რესპუბლიკელთა ყოფილი ხელმძღვანელი (ინდიანას შტატი) გლენ მერფი ყოველთვის იცავდა ოჯახის ღირებულებებს, როდესაც თემა სექსუალური ორიენტაციის განხილვაზე ჩამოვარდებოდა. თუმცა, მოგვიანებით გამოიჭირეს - ის კოლეგასთან ორალური სექსით იყო დაკავებული, ამ დროს მეორე მამაკაცს ეძინა (კავშირი მისი თანხმობის გარეშე დაამყარა).

6. საზღვაო ფლოტის გადამდგარი ოფიცერი ედ შროკი ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების მოწინააღმდეგე იყო. ის ყველაფერს ეწინააღმდეგებოდა, რაც კი გეებს შეეხებოდათ, მათ შორის ერთსქესიანი ქორწინება და სამხედრო სამსახურში გეების მიღება იყო. ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდა, ქვეყანა თუ შეიტყობდა, რომ 2004 წლის 30 აგვისტოს ჰომოსექსუალ მეძავს სექსუალური კავშირის დამყარება მოსთხოვა.

მომზადებულია ranker.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს