რა უხამს "მესიჯებს" წერდა 68 წლის ოზურგეთელი პენსიონერი 16 წლის გოგონას - "ეს შემაძრწუნებელია, ბავშვს სთხოვდა, მეტ სიამოვნებას მოგანიჭებო"

რა უხამს "მესიჯებს" წერდა 68 წლის ოზურგეთელი პენსიონერი 16 წლის გოგონას - "ეს შემაძრწუნებელია, ბავშვს სთხოვდა, მეტ სიამოვნებას მოგანიჭებო"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 68 წლის მამაკაცს, პენსიონერს, რომელიც ამავე სოფლის სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლიდა, თავის თანასოფლელ, არასრულწლოვან გოგონასთან სასიყვარულო მესიჯების გაგზავნასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. მამაკაცი სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულია. აღნიშნული ფაქტი "გურია ნიუსთან" სკოლის დირექტორმა დაადასტურა.

"რამდენიმე დღის წინ, მოვიდა ჩემთან ჩვენს სოფელში მცხოვრები დედა და შვილი და მითხრეს, რომ ჩემი თანამშრომელი ბავშვთან ურთიერთობისას ძალიან არაკორექტული და ცუდი მიწერ-მოწერით იყო დაკავებული. მოიტანა ტელეფონი, სადაც დაფიქსირებული იყო ეს მესიჯები, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერაფერი ვერ წავიკითხე, იყო ძალიან ცუდი მესიჯები, შემაძრწუნებელი, სერიოზულად ცუდად გავხვდი, სთხოვდა, რომ ბავშვს, რომელსაც ასე ვთქვათ შეყვარებული ჰყავდა, დაენებებინა მისთვის თავი და ეს უფრო მეტ სიამოვნებას მიანიჭებდა თურმე.

კაცი არის 68 წლის, ბავშვი კი 15 -ან 16 წლის, დედამ მოითხოვა, რომ ასეთ მასწავლებელს სკოლა დაეტოვებინა, ეს ლოგიკურიც იყო. ეს ბავშვი არის არასრულწლოვანი, მე- 9 კლასიდან არის გასული. მეუბნებოდა, რომ ძალიან ცუდად იყო, როცა ქუჩაში ხედავდა აღნიშნულ პიროვნებას. მე გავესაუბრე მასწავლებელს, მან ფაქტიურად ვერ იუარა ეს ფაქტები და თავად დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ", - ამბობს სკოლის დირექტორი.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა