როგორ გავირუჯოთ უსაფრთხოდ - 8 ეფექტური რჩევა

როგორ გავირუჯოთ უსაფრთხოდ - 8  ეფექტური რჩევა

მიუხედავად მრავალწლიანი გამოცდილებისა, შესაძლოა, მაინც ვერ ახერხებდეთ უსაფრთხოდ გარუჯვას. ჩვენ გთავაზობთ რჩევებს ლამაზად და უსაფრთხოდ გასარუჯად.

1. გაირუჯეთ ეტაპობრივად

თუკი გსურთ უსაფრთხოდ გაირუჯოთ, მიიღეთ ნამზეური ეტაპობრივად. პირველი დღე დაიწყეთ 10-15 წუთით. მომდევნო დღეებში კი გაზარდეთ ეს დრო 20%-ით. მთლიანობაში, ქოლგის ქვეშ პირველ დღეს 2 საათზე მეტ ხანს ნუ დაჯდებით.

2. აარჩიეთ სწორი დრო.

გაირუჯეთ მზის ნაკლები აქტივობის დროს, ანუ დილის 11:00  საათამდე ან საღამოს 16:00 სთ-ის შემდეგ. გახსოვდეთ, რომ შეიძლება ნამზეური მოღრუბლულ ამინდშიც მიიღოთ, რადგან ღრუბელი არ წარმოადგენს ზღუდეს ულტრაიისფერი გამოსხივებისთვის. გახსოვდეთ, ვერც წყალში ყოფნით დაიცავთ თავს დამწვრობისგან, თუკი დიდხანს გაატარებთ წყალში.

3. არ დაგავიწყდეთ დამცავი კრემი

აუცილებელია, რომ ნამზეურის მიღების დროს დამცავი კრემი გამოიყენოთ. SPF საშუალებები მხოლოდ ერთი ტიპის გამოსხივებისგან გვიცავს და ის ვერ იცავს კანს A დიაპაზონის ( UVA) გამოსხივებისგან, რომელიც მელანომას იწვევს. იმისთვის, რომ კანი ორივე სახის გამოსხივებისგან დაიცვათ, გამოიყენეთ ე.წ. sunblock -ი. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება შეფუთვას, თუ კონკრეტულად რისგან გვიცავს ეს კრემი.

დამცავი კრემი ყოველ 2 საათში უნდა წაისვათ, ხოლო თუკი იბანავებთ, უფრო ხშირად. სხვათა შორის, აუცილებელია ტუჩების დაცვაც.

ასევე დაგაინტერესებთ: რა უნდა ვჭამოთ, რომ სწრაფი და თანაბარი ნამზეური გვქონდეს?

4. დაიტენიანეთ კანი

რაც მეტად იღებთ რუჯს, მით უფრო შრება თქვენი კანი. ამიტომ, ყოველთვის თან იქონიეთ დამატენიანებელი საშუალება და ის დილა-საღამოს გამოიყენეთ. მიიღეთ ბევრი სითხე. დასასვენებლად წასვლამდე, ოღონდ არა წინა დღეს, გაიკეთეთ სახის პილინგი, ეს კანს მკვდარ უჯრედებს მოაცილებს და რუჯიც უფრო თანაბარი გექნებათ.

5. ფრთხილად საკვებთან და წამლებთან

გაითვალისწინეთ, რომ ჭამის შემდეგ რუჯის მიღება რეკომენდებული არ არის. საუკეთესო ვარიანტია, თუკი საკვების მიღებისა და პლაჟზე გასვლამდე 1 საათი გავა. ხოლო სანაპიროზე, წყურვილი არაგაზირებული სასმელებით მოიკალით, უმჯობესია, თუკი  სასმელს მომჟაო გემო ექნება.

6. ჩაიცვით ნატურალური ქსოვილი

შეიძინეთ ფართეფარფლებიანი შლაპა, ისე რომ მხრებს რაც შეიძლება უკეთ გიფარავდეთ. შემდეგ შეარჩიეთ ტანსაცმელი, რომელიც ნატურალური ქსოვილისგანაა შეკერილი.

7. გადახურების შემდეგ ნუ ჩახვალთ წყალში

თუკი გრძნობთ, რომ ძალიან გადახურდით, ნუ იჩქარებთ წყალში ჩასვლას. უმჯობესია ჯერ ჩრდილში გადაინაცვლოთ და იქ გაგრილდეთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ წყალში ჩასვლა. წყლიდან ამოსვლისას გაიმშრალეთ ხოლმე ტანი, წინააღმდეგ შემთხვევაში სხეულზე დარჩენილი წვეთები მზის სხივებისთვის ”ლუპის” ფუნქციას ასრულებს და აძლიერებს რუჯის მიღების პროცესს.

8. არ იკითხოთ და არ დაიძინოთ

პლაჟზე კითხვა ძალიან პოპულარულია მათ შორის, ვისაც დროის უქმად დაკარგვა არ უყვარს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს საქვეყნოდ გავრცელებული ქცევა არცთუ სასარგებლოა იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლოა ამ დროს გავერთოთ და კანის დამწვრობა მივიღოთ. საზიანოა ასევე პლაჟზე ძილი. უკიდურეს შემთხვევაში, იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენს გვერდით ვინმე იყოს, ვინც გამოგაფხიზლებთ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს