მლეთაში 17 წლის ბიჭს ეძებენ

მლეთაში 17 წლის ბიჭს ეძებენ

დუშეთის რაიონის სოფელ მლეთაში 17 წლის გურამ დადიანიძეს ეძებენ. მცხეთის სამაშველო სამსახურის უფროსის, გია აბუაშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდა კლასელებთან ერთად 10 ივნისს ექსკურსიაზე იმყოფებოდა, მლეთასთან ის მეგობრებს დაშორდა, რის შემდეგაც დაიკარგა.

"მლეთის ბოლოს, სადაც სოფელი მთავრდება და ლომისის წმინდა გიორგისკენ მიმავალი გზა იწყება, იქ კლასელებს დაცილებია, მას შემდეგ ვეღარ პოულობენ. დღეს დაკარგულის ოჯახის წევრებთან ერთად გავედით ადგილზე, მაგრამ ვერანაირი კვალი ვერ ვიპოვეთ. შესაძლოა, თბილისში დაბრუნდა", - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს გია აბუაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა