როგორ გულშემატკივრობდნენ კალაძე და ნარმანია საყვარელ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩზე (ფოტოები ფანკლუბიდან)

როგორ გულშემატკივრობდნენ კალაძე და ნარმანია საყვარელ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩზე (ფოტოები ფანკლუბიდან)

ბრაზილიაში, სან-პაულუში გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

გრანდიოზულ ღონისძიებას სტადიონზე 68 000 გულშემატკივარი დაესწრო, ტელევიზიით კი შოუ მილიარდამდე ადამიანმა იხილა (იხ. გახსნის ცერემონია).

მათ შორის, ვინც ამ მსოფლიო მოვლენას ტელეეკრანიდან ადევნებდა თავს, ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი დავით ნარმანიაც იყვნენ.

მმართველი გუნდის ლიდერებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს, ბრაზილია-ხორვატიას (იხ. მიმოხილვა) ერთ-ერთ ფანკლუბში უყურეს. კალაძე-ნარმანიას გულშემატკივრობის ამსახველი ფოტოები ენერგეტიკის მინისტრის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

Ambebi.ge გთავაზობთ ფოტოგალერეას (ნახეთ 5 ფოტო)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა