უგულავამ ღარიბაშვილს იმპოტენტი უწოდა

უგულავამ ღარიბაშვილს იმპოტენტი უწოდა

უფლებამოსილება შეჩერებული მერი გიგი უგულავა ეკა ბესელიას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აქილიკებს.

"ხავსს მოჭიდებული ქოცის ბოლო არგუმენტი: ნელა, მაგრამ ხარისხიანად ვაშენებთ.

P.S. იმედია მიხვდება მთავრობა, რომ შენებაა ძნელი, თორემ მითვისებას რა უნდა?! ფოთის თეატრი არც პირველია და არც უკანასკნელი. თქვენ ოღონდ რამე ააშენეთ და დაამთავრეთ და ყველა ცინიკოსის თავზეც გავიარე", - წერს უგულავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ძლიერი ნალექის გამო დღეს ფოთის თეატრში, წყალმა ინტერიერში რამდენიმე ადგილას შეაღწია, მათ შორის ფოიეში, სარეპეტიციო დარბაზში, სამხატვრო ოთახსა და სცენაზეც.

ფოთის ახალი თეატრი 31 მაისს პომპეზურად გაიხსნა და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა. ფოთის თეატრი 9 წლის განმავლობაში შენდებოდა და ამისთვის 11 მილიონი ლარი დაიხარჯა. სამშენებლო სამუშაოები შპს "კუნძულმა" განახორციელა.

გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ღარიბაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც პრემიერმა წინასაარჩევნო გარემოს გაუარესებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებების პასუხად გააკეთა.

"ნაციონალურ მოძრაობას" წინასწარ ჰყავდა შერჩეული ისეთი კანდიდატები, რომლებიც მოხსნიდნენ კანდიდატურებს და ატეხდნენ აჟიოტაჟს, თითქოს მათზე ზეწოლა განხორციელდა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის ეს განცხადება უგულავამ ერთი სიტყვით შეაფასა: "ცვედანი".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს