ღარიბაშვილის მიერ გახსნილი საწარმო ერთ დღეში დაიხურა

ღარიბაშვილის მიერ გახსნილი საწარმო ერთ დღეში დაიხურა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში გუშინ გახსნილი ხილის შემნახველი საწარმო დღეს დაკეტილია. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ტერიტორიაზე მხოლოდ დაცვის 3 თანამშრომელი იმყოფება. ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, საწარმო ჯერ არ მუშაობს. რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ვიდეომასალას, საიდანაც ჩანდა, რომ საწარმომ ატამი მიიღო და მისი დაფასოება მიმდინარეობდა, დაცვის თანამშრომლის თქმით, სპეციალურად პრემიერის ვიზიტისთვის 300 კილორამი ატამი ახლობლისგან ჩაიბარეს.

სოფელ ჩუმლაყში ხილის შემნახველი საწარმო შპს "ქართული ხილის კომპანიას" ეკუთვნის. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომპანია 2013 წელს დაფუძნდა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 600 000 დოლარის ოდენობის 3%-იანი კრედიტი მიიღო. კომპანიას შეძენილი აქვს ხილის დამხარისხებელი იტალიური დანადგარები. საწარმო ორი ნაწილისაგან შედგება, რომელთაგან ერთში ხილის დამუშავება, გასუფთავება და დაფასოება ხდება, ხოლო მეორე 400-ტონიანი სამაცივრე მეურნეობაა.

კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ნოზაძემ გუშინ პრემიერს უთხრა, რომ საწარმო ზაფხულის და შემოდგომის სეზონზე დააფასოებს და გაყიდის ვაშლს, ატამსა და ვაშლატამას, საწარმოში 50-მდე ადამიანი დასაქმდება.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა