საპარლამენტო უცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ვანში მომხდარ საზარელ ფაქტს ეხმაურება.
"გუშინ ღამით, ვანის ცენტრში, ბაზართან საშინელი ყაჩაღობა მოხდა.
ოჯახში შეიჭრნენ, დააუთოვეს და ყური მოაჭრეს (ჩვენი ინფორმაციით) ოჯახის ერთ-ერთ წევრს გოგიბერიძეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, შეეშვი საბურავების ძებნას და საქმეს მიხედე!!!
კრიმინალმა იკლო თურმე...", - წერს ხაჩიძე.
ვანში 60 წლამდე მამაკაცს ყური მოაჭრეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა განხორციელდა, რა დროსაც მამაკაცს ყური მოაჭრეს და დააუთოვეს.
ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდით, სადაც ყაჩაღობის ფაქტი არ დაადასტურეს, თუმცა სამინისტროს ინფორმაციით, ხანშიშესულ მამაკაცს სხეულის დაზიანება აქვს მიყენებული და საავადმყოფოშია გადაყვანილი.