"მას ჯერ სქესობრივი ცხოვრების გამოცდილება არ აქვს" - თბილისის ზოოპარკს "ახალი სიძე" ჰყავს

"მას ჯერ სქესობრივი ცხოვრების გამოცდილება არ აქვს" - თბილისის ზოოპარკს "ახალი სიძე" ჰყავს

თბილისის ზოოპარკში მატებაა. სპილო სახელწოდებით გრანდი დღეიდან თბილისის ზოოპარკის ბინადარი იქნება. როგორც ზოოპარკის "ფეისბუქის" გვერდზეა აღნიშნული "ახალი სიძე" ჯერ მოკრძალებულად იქცევა.

"გაიცანით ჩვენი სიძე - ახალი სპილო გრანდი. ტანმაღალი და სანდომიანი, სიმპათიური და თავშეკავებული ჯენტლმენი. ამ ფოტოში ზუსტად იმ მომენტში დავაფიქსირეთ, როცა მოპირდაპირე მხარეს მოფარცქვალე მალკას აკვირდებოდა, რომელიც ძალიან იყო დაინტერესებული ახალმოსული ყმაწვილით და ყველანაირად ცდილობდა მასთან კონტაქტში შესვლას - ხან ხორთუმს გაუშვერდა ნაზად და ხანაც ყურების მიმზიდველი პარტყუნით ცდილობდა მისი ყურადღების მიპყრობას.

ჯერ-ჯერობით ჩვენი სიძე მორიდებულად იქცევა. ცოტა არ იყოს, დაბნეულია უცხო გარემოში, დახურული ვოლიერიდან გარეთ გამოსვლას ვერ ბედავს და ჩვენს მოხდენილ გოგოსაც შორიდან ათვალიერებს. გასათვალისწინებელია, რომ გრანდს მანდილოსნებთან (მდედრ სპილოებს ვგულისხმობთ) ურთიერთობის გამოცდილება არ აქვს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ კარგად ვერ აცნობიერებს, თუ რა მარგალიტი ელოდება მოპირდაპირე მხარეს მალკას სახით. იმედია დიდხანს ვერ გაუძლებს ჩვენი მომხიბლავი ქალბატონის მაცდურ მზერას და სულ მალე ხორთუმამდე შეყვარებული ლექსების წერასაც დაიწყებს..."- ნათქვამია თბილისის ზოოპარკის "ფეისბუქის გვერდზე.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს