49 ადამიანის საშინელი აღსასრული - ტერორისტებმა ლუგანსკში თვითმფრინავი ჩამოაგდეს

49 ადამიანის საშინელი აღსასრული - ტერორისტებმა ლუგანსკში თვითმფრინავი ჩამოაგდეს

ლუგანსკში, ტერორისტების მიერ თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად, ბორტზე მყოფი 49-ვე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის პრესპიკერმა ვლადისლავ სილიზნიოვმა განაცხადა.

ტერორისტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი Ил-76 გამთენიისას ჩამოაგდეს. ბორტზე ეკიპაჟის 9 წევრი და დნეპროპეტროვსკის საჰაერო-სადესანტო ბრიგადის 40 სამხედრო იმყოფებოდა.

სამხედროების დაღუპვის ფაქტს ადასტურებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო, თუმცა უწყება დაღუპულთა რაოდენობას არ აკონკრეტებს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს