ცეკვისთვის - 100 დოლარი და ლუდისთვის დარიგებული 20-20 ლარი თერჯოლაში

ცეკვისთვის - 100 დოლარი და ლუდისთვის დარიგებული 20-20 ლარი თერჯოლაში

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ. პარტია "სალომე ზურაბიშვილი საქართველოს გზის" თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი ნიკა მემანიშვილი "გურია ნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატები გარდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა, ამომრჩევლის მოსყიდვასაც ცდილობენ.

"რამდენიმე დღის წინ თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა საზანოში დაფიქსირდა ფაქტი, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ავთანდილ ჩუბინიძემ "ქართული ოცნებიდან" სოფლის თავშეყრის ადგილზე ე.წ. ბირჟაზე გაიარა და ბიჭებს 100 ლარიანი მისცა, აქაურობა მოაწესრიგეთ, ან ცხვარი იყიდეთო. არჩევნები არჩევნების დღეს არ ყალიბდება, ეს იმ დღიდან დაიწყო, როდესაც თარიღი დაინიშნა. ახლა "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ერთმანეთს კამერებით დასდევენ, რომ მსგავსი ფაქტები დააფიქსირონ", - აცხადებს მემანიშვილი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი და ამჟამად სოფელ რუფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ გურგენიძე ოპონენტების ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

"ავთანდილ ჩუბინიძე იმ "ბირჟასთან" ცხოვრობს. თუმცა, თანხა დაუტოვა თუ არა ვინმეს, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. სამაგიეროდ ვიცი, რომ სოფელ რუფოთის დამოუკიდებელმა კანდიდატმა პაატა კვანტიძემ რამდენიმე დღის წინ რესტორან "სიმონეთში", ქორწილში გათამაშება ჩაატარა და თავის მომხრეს საუკეთესო ცეკვისთვის 100 დოლარი აჩუქა. მაქვს მეორე ფაქტიც, რომ პარტია "სალომე ზურაბიშვილი საქართველოს გზის" თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი ნიკოლოზ მემანიშვილი "ბირჟებზე" დადის და ბიჭებს "პივისთვის" 15-20 ლარს აძლევს", - აცხადებს გურგენიძე და დასძენს, რომ ამ ფაქტების შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის არ მიუმართავს.

იხილეთ ვრცცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა