სად ინახება ინტერნეტი - 3 სუპერმძლავრი დატა-ცენტრი

სად ინახება ინტერნეტი - 3 სუპერმძლავრი დატა-ცენტრი

დატა-ცენტრები ეს ის ადგილებია, სადაც მონაცემები ინახება. თითოეული მათგანი სერვერების "ციხესიმაგრეა". დატა-ცენტრები იმდენივე ელექტროენერგიას მოიხმარენ, რამდენსაც მომცრო ქალაქები. ჩვენ გთავაზობთ 3 ყველაზე დიდ, ლამაზ და "სუფთა" დატა-ცენტრს მსოფლიოში.

პეკინი, Digital Beijing

პირველი ადგილი 11 სართულიან დატა-ცენტრს უჭირავს, რომელიც 2008 წლის ოლიმპიადისთვის აიგო. ის ინფორმაციული ცენტრისა და თამაშების ტექნიკური მართვის ცენტრის ფუნქციასაც ითავსებდა. სპორტული შეჯიბრების დამთავრების შემდეგ Digital Beijing-ში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტერაქტიული მუზეუმი გაიხსნა.

აშშ (ჩრდ.კაროლინა) Apple-ს დატა-ცენტრი

კომპანია Apple გამუდმებით ამცირებს დანახარჯს ელექტროენერგიაზე და შესაბამისად ამცირებს იმ ზიანს, რომელსაც დატა-ცენტრები გარემოს აყენებენ. კომპანიის მოხსენების თანახმად, 2013 წელს დატა-ცენტრების 100%, ხოლო ოფისების 94% ენერგიის განახლებად წყაროზე მუშაობს. ჩრდილოეთ კაროლინაში არსებულ დატა-ცენტრს 400 000 კვ.მ-ის მზის ბატარეები აქვს, რომლებიც 42 მლნ კილოვატ-საათს გამოიმუშავებენ წელიწადში. ეს საკმარისია, რათა სერვერებისა და გამაგრილებელი სისტემის 60%-ის უზრუნველყოფა მოხდეს ელექტროენერგიით.

გერმანია (ფრანკფურტი) Citigroup

როდესაც 2008 წელს ფრანკფურტში კომპანია Citigroup-ის დატა-ცენტრი გაიხსნა, ის მსოფლიოში ყველაზე "მწვანე" დატა-ცენტრად მიიჩნეოდა. ნაგებობაში ერთმანეთს ეფექტურად ერწყმის წყლის, მზის და ჰაერის ენერგიების გამოყენება. ამის გამო, კომპანია შედარებით ნაკლებ გავლენას ახდენს გარემოზე.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს