ბავშვები, რომლებიც სიკვდილს შემთხვევით გადაურჩნენ - საოცარი ისტორიები

ბავშვები, რომლებიც სიკვდილს შემთხვევით გადაურჩნენ - საოცარი ისტორიები

ჩინეთში მართლაც საოცარი ამბავი მოხდა – კორპუსში მცხოვრებმა ერთმა ქალბატონმა საიდანღაც ბავშვის ტირილის ხმა გაიგონა. რომ დააკვირდა, ხმა წყლის მილიდან მოდიოდა. ქალმა პოლიცია გამოიძახა. სამაშველო ოპერაცია ორ საათს გრძელდებოდა – ახალდაბადებული, ჯერ კიდევ პლაცენტაში მყოფი ბიჭუნა საკანალიზაციო მილში გაჭედილიყო. დიდი წვალების შემდეგ მაშველებმა მილი გაჭრეს და ახალშობილი ამოიყვანეს. საბედნიეროდ, სერიოზული დაზიანებები არ ჰქონდა.

რამდენიმე დღეში მისი დედაც გამოჩნდა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ მშობიარობა მოულოდნელად დაეწყო და ბავშვი უნიტაზის მილში ჩაუვარდა. მისი თქმით, ბავშვი "ერთი ღამის" ურთიერთობის ნაყოფი იყო, რომელზეც მამა მუცლად ყოფნის პერიოდშივე უარი თქვა, თავად კი აბორტის გაკეთება ვერ შეძლო. დედამ ორსულობის გამხელა საკუთარ ოჯახშიც ვერ გაბედა და ვერც საშველლად დაუძახა ვინმეს, როცა ბავშვი მილში ჩავარდა. "მხოლოდ მაშველები გამოვიძახე" - ირწმუნებოდა 22 წლის დედა. რაც მთავარია, პატარა ჯანმრთელი და უვნებელი გადარჩა.

ჩასახვიდან 21 კვირაში გაჩენილი პატარა

ამილია 21 კვირისა დაიბადა (დაახლოებით ორსულობის მეხუთე თვეში). ის ყველაზე პატარა ნაადრევად დაბადებული და ცოცხლად გადარჩენილი ბავშვია მსოფლიოში. საკმარისია მის პაწაწინა ფეხებს შეხედოთ, რომ მიხვდეთ, რა პატარა დაიბადა – 284 გრამი, 25 სანტიმეტრი. ერთი შეხედვით, მის გადარჩენაზე ზრუნვასაც კი არ ჰქონდა აზრი, მაგრამ ექიმების თქმით, ბავშვის დედა ისეთი თავგადაკლული იბრძოდა შვილისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად და ისე სთხოვა, მათაც ებრძოლათ, ექიმებსაც გადაედოთ ეს მონდომება და მიაღწიეს კიდეც საწადელს. პატარა დღეს სრულიად ჩვეულებრივი, ჯანმრთელი ბავშვია.

ახალშობილი მორგში ატირდა... 12 საათის შემდეგ

ლუს მილაგროს ვერონი ახლა ერთი წლის არის, თუმცა მისი დაბადება საოცარი იყო. ვადაზე სამი თვით ადრე მოევლინა ქვეყანას და სიცოცხლის არავითარი ნიშანი არ ჰქონდა. ექიმებმა მკვდრადშობილად მიიჩნიეს და მორგში გაგზავნეს. ახლა მხოლოდ იმიტომ არის გოგონა ცოცხალი, რომ მისმა მშობლებმა დაიჟინეს, ჩვილის გვამი ენახათ – გამოსამშვიდობებლად. "გამომშვიდობებისას", პატარის იქ მოთავსებიდან 12 საათის შემდეგ, ჩვილი უცებ გატოკდა და ატირდა, ყინულივით ცივი იყო, მაგრამ აშკარად – ცოცხალი...

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს