"რა უნდა ამ კაცს? თავის ზოოპარკში მექაჩება ეტყობა" - უგულავა ივანიშვილზე

"რა უნდა ამ კაცს? თავის ზოოპარკში მექაჩება ეტყობა" - უგულავა ივანიშვილზე

უფლებამოსილება შეჩერებული მერი გიგი უგულავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან "ნაციონალური მოძრაობის" 75 კანდიდატის მოხსნასთან დაკავშირებით გააკეთა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით არასამთავრობოებისა და ოპოზიციის განცხადებებს არ ეთანხმება.

"ვერაფრით ვერ დავეთანხმები იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" 80-მა კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა ზეწოლის შედეგად მოხსნა, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

ივანიშვილის თქმით, მისთვისაც მარნეულში მართლაც იყო კითხვის ნიშნები. "და ვნახეთ, როგორ ფაფარაშლილი ლომივით იდგა უგულავა, ხომ ნახეთ რას შვებოდნენ "ნაციონალები"? როგორც წარმოგიდგენიათ თქვენ, 75-მა "ნაციონალმა" მოხსნა კანდიდატურა და ლომივით უგულავამ ვერაფერი მოახერხა?" - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ექს-პრემიერის ამ განცხადებას უგულავა ერთი ფრაზით გამოეხმაურა:

"რა უნდა ამ კაცს? თავის ზოოპარკში მექაჩება ეტყობა", - წერს უგულავა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს