"ხალხს ატყუებენ და მერე ქონებას იყოფენ ეს რჯულძაღლები" - ირაკლი კაკაბაძე არჩევნების შედეგებზე

"ხალხს ატყუებენ და მერე ქონებას იყოფენ ეს რჯულძაღლები" - ირაკლი კაკაბაძე არჩევნების შედეგებზე

უფლებადამცველი და მწერალი ირაკლი კაკაბაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საკუთარ ვარაუდს გამოთქვამს.

"მე დღეს დიდი იმედი მაქვს რომ ვცდები. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ვცდები. თუმცა ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ ნაცები და ქოცები ისევ მიითვისებენ პირველ-მეორე ადგილებს და სხვა პარტიებს და ნამდვილ დემოკრატიას ფანჯარის მიღმა დატოვებენ. დიდი იმედი მაქვს, არ ვარ მართალი. მაგრამ არ მჯერა ამ 'ლიბერალური დემოკრატიის' სპექტაკლის. ხალხს ატყუებენ და მერე ქონებას იყოფენ ეს რჯულძაღლები", - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე კაკაბაძე.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს ამომრჩეველი 12 მერს, 59 გამგებელსა და 71 საკრებულოს 2088 წევრს აირჩევს. 2014 წლის 15 ივნისის არჩევნები ყველა სხვა ადგილობრივი არჩევნებისგან განსხვავებული და გამორჩეული იმით არის, რომ ასარჩევად გაცილებით მეტი მანდატი "თამაშდება", ვიდრე ეს წინა არჩევნების დროს იყო.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს