კბილის დასაპლომბად ბურღი აღარ იქნება საჭირო - გადატრიალება სტომატოლოგიაში

კბილის დასაპლომბად ბურღი აღარ იქნება საჭირო - გადატრიალება სტომატოლოგიაში

სტომატოლოგთან ვიზიტის, ალბათ, ყველას გეშინიათ. პაციენტს ფიზიკურ ტკივილზე მეტად, ბურღის ხმა აშინებს. თუმცა, სტომატოლოგიაში ნამდვილი გადატრიალება მოხდა: მალე ბურღიც და მისი შემაძრწუნებელი ხმაც მხოლოდ უსიამოვნო მოგონებად დარჩება. ლონდონში მდებარე კოლეჯის (King's College London) მეცნიერებმა სპეციალური ტექნიკა განავითარეს, რომლის წყალობითაც დაზიანებული კბილები თავისით აღდგება. ამ მოწინავე ტექნოლოგიით სტომატოლოგები 3 წელში მოგემსახურებიან.

როგორ იზრუნებენ პაციენტზე სტომატოლოგები? პროცედურაში ინექცია არ გამოიყენება, მას EAER უწოდეს. სტომატოლოგი დაზიანებულ კბილზე კალციუმისა და ფოსფატის მინერალებს განათავსებს. კბილის დაპლომბვა სრულიად უმტკივნეულო იქნება და მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდება. პროცედურას 2 ფაზა ექნება: თავდაპირველად მინანქრის დაზიანებულ არეს ზედაპირულად დაამუშავებენ, ხოლო შემდეგ მინერალებს პაწაწინა ელექტრო ხელსაწყოთი ჩასვამენ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს