ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სია, რომელსაც ქვემოთ იხილავთ, გულს არ დაგწყვეტთ იმ შემთხვევაში, თუ ამ ჩამონათვალში თქვენს პროფესიას აღმოაჩენთ და ნახავთ, რამდენად განსხვავდება თქვენი შემოსავალი თქვენი ამერიკელი კოლეგების შემოსავლისგან.
აქვე ვიმედოვნებთ, რომ ეს სია აბიტურიენტებს მომავალი პროფესიის შერჩევაში დაეხმარება.
Adami.ge წარმატებებს გისურვებთ პროფესიულ საქმიანობაში და წარმოგიდგენთ ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიებს აშშ-სა და ევროპაში.
სამრეწველო და ორგანიზაციული ფსიქოლოგი
წლიური საშუალო ხელფასი: 124.160$
დრო პროფესიის დაუფლებისთვის: 8 წელი
მიუხედავად იმისა, რომ მათ პროფესიაში ფიგურირებს სიტყვა "ფსიქოლოგი", ორგანიზაციული და სამრეწველო ფსიქოლოგები არ არიან ადამიანები, რომლებთანაც მიხვალთ და თქვენს პირად პრობლემებს განიხილავენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მართავენ კომპანიების ეკონომიკას და ამავდროულად, როგორც წესი, მჭიდროდ თანამშრომლობენ კომპანიის ადამიანური რესურსების, მენეჯმენტისა და მარკეტინგის განყოფილებებთან. ის ერთ-ერთი მოთხოვნადი და აუცილებელი კადრია დიდი კომპანიებისათვის.
კომპიუტერული და საინფორმაციო სისტემების მენეჯერი
წლიური საშუალო ხელფასი: 125.660$
დრო პროფესიის დაუფლებისთვის: 4 წელი
რამდენად მნიშვნელოვანი კადრია კომპიუტერული და საინფორმაციო სისტემების მენეჯერი თქვენს ყოველდღიურ მუშაობაში, თქვენ თავადაც კარგად იცით. რას აკეთებთ მაშინ, როდესაც თქვენი კომპიუტერი "ქრეშავს" ან თქვენი სამსახურის რომელი დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების იმედად ხართ, როდესაც მნიშვნელოვან ფაილს კარგავთ? თუმცა, IT მენეჯერები მხოლოდ ამისთვის არ არიან. ისინი მონაწილეობენ კომპანიის IT სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაში. ამ პროფესიის მთავარი სიკეთე კი ის არის, რომ მათ საშუალება ეძლევათ, იმუშაონ ნებისმიერ დაწესებულებაში, რადგან ისინი ყველას სჭირდება. ყველაზე მეტად კი მათ უმართლებს, ვინც ისეთ ინდუსტრიებში ხვდებიან, როგორიცაა კინო ან ფასიანი ქაღალდების ბაზარი, სადაც კარგ სპეციალისტებს, საშუალოდ 162.520$ აქვთ ხელფასი.
მარკეტინგის მენეჯერები
წლიური საშუალო ხელფასი: 126.190$
დრო პროფესიის დაუფლებისთვის: 4 წელი
კიდევ ერთი ძალიან საჭირო კადრი ამ ჩამონათვალში მარკეტინგის მენეჯერები არიან. მარკეტინგის მენეჯერებს პროფესიული რეალიზებისთვის ფართო სპექტრი და არჩევანი აქვთ. ისინი ერთ-ერთი მსხვილი რგოლის წარმომადგენლები არიან კომპანიების ფინანსური ინვესტირების სექტორში და წარმატებული საქმიანობისთვის, მათი საშუალო შემოსავალი 126,190$