ასე იცის კოჰაბიტაცია-ნაც"გათეთრებამ" - ლალი მოროშკინა "ოცნების" კრახზე

ასე იცის კოჰაბიტაცია-ნაც"გათეთრებამ" - ლალი მოროშკინა "ოცნების" კრახზე

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს სტრასბურგიდან ეხმაურება.

"სტრასბურგი 2014 წლის 16 ივნისი.

სრული კრახი განიცადა "ოცნებამ"- იმედია ეს თავადაც ესმით! წელიწადნახევარში ასეთი ვარდნა წარმოუდგენელია! 30%-იანი აქტიურობა ნიშნავს 70%-იან ნიჰილიზმს, რომელიც თქვენ ხალხში დათესეთ! 30% - იყვნენ ნაცების მობილიზებული დეიდა-ბიძიები, ოცნების სახელისუფლო რესურსი და ჩემი ოჯახისნაირი პატრიოტები, რომლებიც დადიან არჩევნებზე. დედაჩემმა დამირეკა, გუშინ ცუდად ვიყავი, მაგრამ ირმა ინაშვილი-ს გულისთვის მაინც წავედი არჩევნებზეო! ასე იცის კოჰაბიტაცია- ნაც"გათეთრებამ". ხალხი თქვენგან სამართლიანობის აღდგენას ითხოვდა და არა ნაცების სრულ რეანიმირებას. ვინც სიმართლე ვთქვით კი ვართ,"ბორტს მიღმა", მაგრამ ვაი რომ თქვენს მმართველობას "ბორტიც" მორყეული აქვს. გაამართლეთ ზონდერ- ჯალათები, დააწინაურეთ წამლის "ბარიგები" და მომხმარებლები, დაირიგეთ ასტრონომიული პრემიები და ნახავთ როგორი %-ით მიაღწევთ საპარლამენტო არჩევნებამდე! მე ვამხილე ზონდერები სად-ის დეპარტამენტში დარბაისელის თამადობით, მასალები დავდე სუსი-ის ამჟამინდელ უფროსზე, მალხაზ ჩიკვილაძეზე, რომელიც სანოძეს მოადგილე და ყველა ბინძური საქმის სულისჩამდგმელი იყო, და მერე რა??? მე ბოლომდე ვიბრძოლებ რომ მთელმა ევროპამ გაიგოს თქვენი ორმაგი სტანდარტები და ამას დიდი გულისტკივილით ვამბობ, რადგან ერთ-ერთი თქვენთაგანი მეგონა თავი, ახლა კი ვიდევნები საკუთარი ქვეყნიდან! პოლოციამ არც კი მოახდინა რეაგირება ჩემს საჩივრებზე, რომელშიც პირდაპირი მუქარის ფაქტები იყო დაფიქსირებული!

მედალს მეორე მხარე აქვს, მე დავრწმუნდი, რომ ჩვენ ჟურნალისტები, ყველაზე დიდი ძალა ვართ და ყველაზე მაგარი თანადგომა ვიცით, მადლობა უკლებლივ ყველას გვერდში დგომისათვის, ეს ყველაფერი ამად ღირდა!!!

ამ არჩევნებმა დაამტკიცა ის რაც დიდი ხანია ვიცოდი, რომ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსში" - ყველაზე ღირსეული პოლიტიკოსები არიან!!!

რაც შეეხება ჩემს გეგმებს, ხვალ 16.00 შეხვედრა მაქვს ადამიანის უფლებათა დამცველ უმაღლეს კომისართან, რომელსაც წვრილ-წვრილად მოვუყვები ჩვენი ქვეყნის ვარამს

ელიტარულ კორუფციასა და დამნაშავეების მფარველობაზე!!!

მიყვარხართ და მენატრებით", - წერს მოროშკინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მრჩეველი არჩევნებში მხარდაჭერას ირმა ინაშვილსა და მის პარტია "პატრიოტთა ალიანსს" უცხადებს.

"ირმა, ჩემო საყვარელო ადამიანო, მე და ირაკლიმ გავაღწიეთ ამ ჩაკეტილი წრიდან, ბინძური თამაშიდან, რომელსაც თავს გაზულუქებული ნარკომან-ზონდერები თავს გვახვევდნენ და არ დავბრუნდებით სანამ შენნაირი, დათოსნაირი, სოსოსნაირი ადამიანები არ ჩაუდგებიან ქვეყანას სათავეში!მიყვარხარ და გისურვებ გამარჯვებას! ჩემი ოჯახი შენს გვერზეა, ჩვენ კი სტრასბურგიდან ვეცდებით გამარჯვებულები დავუბრუნდეთ სამშობლოს! "ფარით ან ფარზე"!", - წერს მოროშკინა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს