მასპინძელი ქვეყნის პატივისცემის ნიშნად იაპონელმა ფანებმა მატჩის შემდეგ სტადიონი დაასუფთავეს

მასპინძელი ქვეყნის პატივისცემის ნიშნად იაპონელმა ფანებმა მატჩის შემდეგ სტადიონი დაასუფთავეს

ბრაზილიაში, სპორტის სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება - მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.

ამჯერად ქალაქ რესიფში, "არენა პერნამბუკუზე" ერთმანეთს იაპონია და კოტ დ’ივუარი დაუპირისპირდნენ. იაპონიამ მატჩი წააგო - 2:1.

თუმცა, სასოწარკვეთილმა გულშემატკივრებმა მასპინძელი ქვეყნის, ბრაზილიის მიმართ პატივისცემა გამოხატეს და მატჩის შემდეგ სტადიონის დალაგება დაიწყეს. იაპონელმა ფანებმა სტადიონი მატჩის დროს დაყრილი ნაგვისგან გაასუფთავეს.

ეს იაპონელებისთვის ჩვეულებრივი ამბავია - ნებისმიერი სპორტული ღონისძიების შემდეგ გულშემატკივრები მოედნებსა და სკამებს ასუფთავებენ. თუ იაპონელებისთვის მსგავსი საქციელი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, სხვა ქვეყნის წარმომადგენლები გაოცებულნი რჩებიან; ეს ფოტოც ერთ-ერთმა გაკვირვებულმა გულშემატკივარმა გადაიღო და "ტვიტერში" ატვირთა. დასავლურმა გამოცემებმა იაპონელი ფანების მისაბაძ მაგალითს სტატიები მიუძღვნეს.

მომზადებულია mirror.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს