პოლიციამ ბიბლიოთეკაში მეძავი დააკავა

პოლიციამ ბიბლიოთეკაში მეძავი დააკავა

აშშ-ის შტატ მასაჩუსეტში პოლიციამ ბიბლიოთეკაში მეძავი დააკავა, რომელიც კლიენტების მოსაზიდად აღნიშნულ დაწესებულებას იყენებდა. ამის შესახებ Woburn Daily Times წერს.

რამდენ ხანს ”მუშაობდა” ქალბატონი ბიბლიოთეკაში, უცნობია. პოლიციამ აღნიშნული ფაქტის შესახებ ბიბლიოთეკის ერთ-ერთი მომხმარებლისგან შეიტყო, რომელიც ამბობდა, რომ ქალი პოტენციურ კლიენტებთან შესათანხმებლად ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზს იყენებდა - ის პოტენციურ კლიენტებს ქაღალდზე დაწერილ შეტყობინებას უგზავნიდა და სექს-მომსახურებას სთავაზობდა.

აღნიშნული ფაქტის გადასამოწმებლად პოლიციის წარმომადგენელი, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მივიდა ბიბლიოთეკაში. ქალმა მასაც შესთავაზა სექსუალური მომსახურების გაწევა და ამის სანაცვლოდ 60 დოლარი მოითხოვა. ამ ფაქტის დადასტურების შემდეგ მეძავი დააკავეს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს