ვოლიერში გატარებული ბავშვობა – ხუთი ტყუპი დის ტრაგიკული ხვედრი

ვოლიერში გატარებული ბავშვობა – ხუთი ტყუპი დის ტრაგიკული ხვედრი

წელს ყველაზე ცნობილ კანადელ ტყუპ დას 80 წელი შეუსრულდებოდა. ხუთი და 1934 წელს დაიბადა ღარიბი ფერმერის ოჯახში და კანადის ხელისუფლებისთვის ნამდვილ ოქროს საბადოდ იქცა. მათი ამბავი თავიდანვე საზოგადოებრიობის საკუთრება გახდა და მუდმივი თემა მედიისთვის, მაგრამ ვერც ფულმა, ვერც დიდებამ ვერ მოუტანა მათ ბედნიერება. ეს ხუთი და ისტორიაში დარჩა, როგორც ყველაზე ცნობილი და იმავდროულად ყველაზე უბედური ტყუპი.

ბავშვები შვიდთვიანები დაიბადნენ. ხუთივე მათგანი 600 გრამს იწონიდა. ექიმი, რომელმაც მშობიარობა მიიღო, დარწმუნებული იყო, რომ ერთ საათსაც ვერ გასტანდნენ, ამიტომ სასწრაფოდ მონათლეს. მაგრამ ეს დები პირველები იყვნენ ხუთი ტყუპის შემთხვევაში, როცა ყველა გადარჩა.

მათი დაბადების საოცარი ამბავი მალე მოედო მთელ კანადას. ღარიბი ფერმერი ოლივ დიონი მანამდე ცოლსა და სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა ონტარიოს ფერმაში, ელექტროენერგიისა და წყალგაყვანილობის გარეშე. ორსულობის დროს ელზაირ დიონი, ბავშვების დედა, ვარაუდობდა, რომ ტყუპს ელოდა, მაგრამ ამდენ ბავშვს ერთად ნამდვილად არავინ ვარაუდობდა. მან სახლში იმშობიარა და ხუთი გოგონა მოავლინა – ანეტი, მარი, ემილი, ივონი და სესილი. ექიმს ეგონა, დედაც ვერ გაუძლებდა ასეთ რთულ მშობიარობას, მაგრამ ორ დღეში ქალიც მოკეთდა და ბავშვებიც.

პატარები მაშინვე საბანში გაახვიეს, კალათაში ჩასვეს და ღუმელთან მიიყვანეს გასათბობად. დედას რძე არ ჰქონდა, ამიტომ ყოველ ორ საათში წყლის, სიმინდის სიროფის, ძროხის რძისა და რამდენიმე წვეთი რომის ნაზავს აძლევდნენ.

როცა ბავშვები 6 თვისანი გახდნენ, მამამ გადაწყვიტა, რომ ამ საოცრების შესახებ სამყაროსთვის უნდა ემცნო და ჩიკაგოში მსოფლიო გამოფენაზე მათი წაყვანა დაგეგმა. როცა ეს კანადის მთავრობამ შეიტყო, ისიც ჩაერია საქმეში, ორგანიზების პროცესში და შესაბამისად, თავადაც უნდა მოეთბო ხელი ამ ყოველივეთი.  გოგონებისთვის საგანგებო პავილიონი მოაწყვეს ათი უშველებელი ფანჯრით და გალერეით, რომ ბავშვები კარგად გამოჩენილიყვნენ.

ამ პავილიონში - ჩვეულებრივ ვოლიერში, გოგონებმა გაატარეს... მთელი რვა წელი!

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს