5 არასწორი მითი სექსის შესახებ

5 არასწორი მითი სექსის შესახებ

როგორც წესი, ადამიანები სექსუალური ცხოვრების შესახებ მეგობრებისგან, პირადი გამოცდილებიდან, ტელევიზიიდან, ან ინტერნეტიდან იგებენ. შესაბამისად, ჩამოყალიბდა 5 არასწორი მითი სექსის შესახებ.

1. თუ კაცს დიდი ზომის ფეხი აქვს, ესე იგი დიდი პენისი აქვს: წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული მოსაზრება მეცნიერებმა ექსპერიმენტით დაამსხვრიეს. მეცნიერები ქალებს ურჩევენ, რომ თუ კაცის ფეხის ყურებას მაინც ვერ გადაეჩვივნენ, ერთი რამ გააცნობიერონ - "ამ გზით კაცის სასქესო ორგანოზე ვერაფერს შეიტყობთ, თქვენ მხოლოდ გეცოდინებათ, რა სტილის ფეხსაცმელს ანიჭებს უპირატესობას".

2. მამაკაცები სექსუალურ პიკს 18 წლის ასაკში აღწევენ, ხოლო ქალები - 28 წლის ასაკში: ეს სიტყვები იმდენჯერ მოგვისმენია, რომ რა გასაკვირია, თუ სიმართლედ გვეჩვენება? რას ნიშნავს სიტყვა "პიკი"? თუ ფიქრობთ, რომ სექსის სიხშირე განმსაზღვრელია, მაშინ ასეთი რეალობაა: მარტოხელა მამაკაცებს 30 წლის ასაკში კვირაში 4 ან მეტჯერ აქვთ ინტიმური კავშირი, ხოლო ქალებს აქტიური სექსუალური ცხოვრება უკვე 20 წლის ასაკში აქვთ. შესაბამისად, თუ ეს სტანდარტია, გამოდის რომ მამაკაცები ინტიმურ კავშირში პიკს ქალებზე გვიან აღწევენ.

3. სექსი ადამიანს წონაში დაკლებაში ეხმარება: ამ იმედით სპორტდარბაზის აბონიმენტზე უარს ნუ იტყვით.

4. კაცები სექსზე ყოველ 7 წამში ფიქრობენ: სიმართლე კი ისაა, რომ მამაკაცები სექსზე ქალებზე ხშირად ფიქრობენ. როგორც გამოკითხვიდან ვგებულობთ, კაცების ნაწილი ინტიმურ კავშირზე ყოველ დღე, ან დღეში რამდენიმე წუთს ფიქრობს, ხოლო მათი 40% კი ამ საკითხზე ფიქრს მცირე დროს უთმობს.

5. სპორტამდე სექსი არ ვარგა: ყველა სპორტსმენს მოუწოდებენ, რომ დიდი მატჩის წინა ღამეს სექსი არ ჰქონდეს, რათა კონცენტრირების უნარი არ დაკარგოს. თუმცა, ფაქტი სულ სხვა რამეზე მეტყველებს: ათლეტს, რომელსაც წინა ღამით ინტიმური კავშირი ჰქონდა, გაცილებით მაღალი ტესტოსტერონის დონე ჰქონდა, ვიდრე მას, ვისაც სექსი არ ჰქონია.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს