12 ივნისს ბავშვების იძულებით შრომასთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნა. მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა, რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა და დედამიწაზე დაახლოებით 250 მილიონი, 5-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვი შრომობს, აქედან 110 მილიონი ბავშვი სახიფათო პირობებში მუშაობს.
დღესდღეობით ქვეყნების უმრავლესობაში ბავშვთა შრომა ექსპლუატაციად არის აღიარებული და უკანონოდ მიიჩნევა. რატომ არსებობს ეს მასობრივი მოვლენა? ბავშვის შრომა ერთ-ერთი ნიშანია სახელმწიფოს სიღატაკისა და განვითარების დაბალი დონის. ბავშვები ყველაზე იაფ მუშახელად ითვლებიან და მათი ექსპლუატირებაც გაცილებით მარტივია.