მაშველები ბარისახოში 84 წლის მოხუცს ეძებენ

მაშველები ბარისახოში 84 წლის მოხუცს ეძებენ

მაშველები ბარისახოში 84 წლის მამუკა არაბულს ეძებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განუცხადეს, ბარისახოს მკვიდრ, 84 წლის მოხუცს ახლობლები გუშინ საღამოდან ეძებენ. მათივე განმარტებით, მამუკა არაბული ბარისახოდან მეზობელ სოფელ გველეთში გუშინ დილით წავიდა და უკან დღის ბოლომდე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

დაკარგულ მოხუცს დღეს დილიდან უკვე დუშეთის სამაშველო სამსახური და პოლიციის წარმომადგენლები ეძებენ. სოფელ გველეთის მცხოვრებლები კი აცხადებენ, რომ მამუკა არაბულს 14:00 საათზე დაემშვიდობნენ, რომელმაც განაცხადა, რომ ბარისახოში ბრუნდებოდა.

მაშველები დაკარგულს ტყეშიც და მდინარეშიც ეძებდნენ, თუმცა ამ დრომდე ვერანაირ კვალს ვერ მიაგნეს.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა