აუცილებელი წესები - როგორ ვკვებოთ ბავშვი ზაფხულში

აუცილებელი წესები - როგორ ვკვებოთ ბავშვი ზაფხულში

ზაფხულის ცხელ სეზონზე ბავშვის კვების რაციონში გარკვეულწილად ცვლილებების შეტანაა საჭირო. მითუმეტეს, რომ სიცხეში ბავშვს მადა უქვეითდება. წყალი, გაზიანი სასმელი, ნაყინი და ხილი მისი ყველაზე სასურველი პროდუქტი ხდება. აუცილებლად უნდა მიიღოთ ზომები, რათა ამ გემრიელობებმა ბავშვის ძირითადი საკვები არ ჩაანაცვლოს. ზაფხულში ხომ ბავშვის ორგანიზმი ისევე იზრდება და ისევე საჭიროებს სასარგებლო ნივთიერებებს, როგორც ზამთარში.

თუ პატარას ძუძუთი კვებავთ, თავად უნდა აკონტროლოთ საკუთარი რაციონი, რათა დედის რძეს საჭირო ვიტამინები და კვებითი ღირებულებები არ მოაკლდეს. თუნდაც არ გინდოდეთ, ზაფხულშიც მიირთვით ხორცი, კვერცხი, პური, მაკარონი, რძის პროდუქტები, მცენარეული და ცხოველური ცხიმები (არა მარგარინი), ახალი ხილი, ბოსტნეული და ტკბილეული.

გახსოვდეთ, რაციონალურად კვება გადაჭარბებით კვებას არ ნიშნავს. ეცადეთ, ნატურალური პროდუქტები მიიღოთ, რადგან ყველაფერი, რასაც თქვენ შეჭამთ, რძის შემადგენლობაზე აისახება. კულინარიული ექსპერიმენტების და ეგზოტიკური კერძების დაგემოვნება სამომავლოდ გადადეთ.

თუ ბავშვი უკვე უფროსებთან ერთად უზის სასადილო მაგიდას, ქათმის უცხიმო ხორცი ან თევზი შესთავაზეთ. ბავშვის რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ რძის და რძემჟავა პროდუქტები. ზაფხული ძირითადად მაინც ხილ-ბოსტნეულის სეზონია და აუცილებლად უნდა ისარგებლოთ ამით. ბევრი მშობელი ზედმეტ გულმოდგინებას იჩენს და ცდილობს, ბავშვის ორგანიზმი ვიტამინების მთელი წლის მარაგით "აავსოს". ვეხეწებით, ჭამოს რაც შეიძლება მეტი ხილი საუზმედაც, სადილადაც და ვახშმადაც. რამდენად აქვცს აზრი ასეთ მიდგომას?

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს