46 წლის ტყუპ დებს ყველაფერი საერთო აქვთ, მათ შორის საყვარელიც

46 წლის ტყუპ დებს ყველაფერი საერთო აქვთ, მათ შორის საყვარელიც

ტყუპი დები, ემი და ბეკი გლასები უერთმანეთოდ ვერ ძლებენ და ცალ-ცალკე ნახევარი საათიც კი არ ყოფილან.

46 წლის ტყუპებს ყველაფერი საერთო აქვთ, მათ შორის: "ფეისბუქის" პროფილი, ტანსაცმელი, მობილური, ბიზნესი და საყვარელიც კი. როგორც ამბობენ, სერიოზული ურთიერთობები დიდად არ ხიბლავთ და ისეთი შეგრძნება აქვთ, თითქოს ერთმანეთზე არიან დაქორწინებულები. იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება ერთი წონა ჰქონდეთ, ერთნაირ საკვებს, ერთნაირი დოზით მიირთმევენ. როგორც ლოს-ანჯელესელი დები ამბობენ, ისეთი გრძნობა აქვთ თითქოს ერთი პიროვნება ორ სხეულში ცხოვრობს. ემი და ბეკი ჟურნალისტებთან ყოფილ საყვარელზე, კრისზეც საუბრობენ; კრისი ტყუპებმა 1993 წელს წვეულებაზე გაიცნეს. ისინი პაემანზე ერთად დადიოდნენ და სექსიც ერთად ჰქონდათ.

"ერთმანეთზე არასდროს გვიეჭვიანია, რადგანაც ვიცოდით, რომ კრისი ჩვენს შორის არჩევანს არასდროს გააკეთებდა. ბავშვის აყვანა გვინდოდა, მაგრამ გადავიფიქრეთ. ყველაზე მეტად მოგზაურობა გვიყვარს", - ამბობს ემი.

ემი და ბეკი დაბადებიდან 2 თვეში გააშვილეს. ისინი დედობილის სიტყვებს სიამაყით იხსენებენ - "გვიყვებოდა, რომ ჩვილობაშიც კი ერთმანეთს ვეხუტებოდით და დაშორება არ გვინდოდა".

მომზადებულია mirror.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს