ბრაზილიაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს სკანდალში გაეხვივნენ ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელები. ინტერნეტით გავრცელდა ფოტოები, სადაც ფეხბურთელები ერთ ჯაკუზში შიშვლები ბანაობენ. ფოტოები სასტუმრო Praia do Forte-ში პაპარაცებმა გადაიღეს.
კადრებში ჩანან "მადრიდის რეალის" ნახევარმცველი, 28 წლის ლუკა მოდრიჩი, "საუტჰემპტონის" ცენტრალური მცველი, 24 წლის დეან ლოვრენი, "მანჩესტერ სიტის" ყოფილი მცველი, 28 წლის ვედრან ჩორლუკა და იტალიური "ინტერის" ნახევარმცველი, 20 წლის მატეო კოვაჩი.
ეს ოთხი ფეხბურთელი აუზში დედიშობილა ერთად ბანაობდა. ბლოგერებმა ამ ფოტოებს გეი-პორნო უკვე უწოდეს. ფეხბურთელები აღნიშნული ფაქტის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.
იხილეთ ფოტოგალერეა