ჩინელი მილიარდერი 1000 ღარიბ ამერიკელს დააპურებს

ჩინელი მილიარდერი 1000 ღარიბ ამერიკელს დააპურებს

ექცენტრული ჩინელი მილიარდერი ჩენ გუანგბიაო ჟურნალ New York Times-ში ერთგვერდიან სარეკლამო განცხადებას ანთავსებს, სადაც წერია, რომ 1 000 ღარიბ ადამიანს ლანჩზე ეპატიჟება.

1000 ღარიბი ამერიკელი მასთან ერთად რესტორან Boat House-ში ისადილებს. სულგრძელი მაგნატი თითოეულ სტუმარს 300 დოლარს გადაუხდის. აშშ-ის1000 ღარიბი მოქალაქე ნაღდ ფულს ლანჩზევე მიიღებს.

"იმედი მაქვს, თანხას პროფესიულ გადამზადებაში დახარჯავენ. ამ ჟესტით მსურს ყველას დავუმტკიცო, რომ როდესაც საქმე ქველმოქმედებას ეხება, არც რელიგიური და არც ეთნიკური ზღვარი არ არსებობს. ვფიქრობ, ამერიკელები დარწმუნდებიან, რომ ყველა ჩინელი ფუფუნებაზე გადარეული არაა", - განაცხადა მილიარდერმა.

ჩენი საქველმოქმედო პროექტისთვის 1 მილიონ დოლარს დახარჯავს.

მომზადებულია South China Morning Post-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს