რატომ გაითიშა "ფეისბუქი" ნახევარი საათით?

რატომ გაითიშა "ფეისბუქი" ნახევარი საათით?

სოციალური ქსელი "ფეისბუქი", რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, დღეს  30 წუთის განმავლობაში გათიშული იყო. ქსელის ადმინისტრაციამ პრობლემის აღმოფხვრა მალევე შეძლო.

"ფეისბუქის" წარმომადგენლებმა დასავლური გამოცემების ჟურნალისტებთან ოფიციალური კომენტარი უკვე გააკეთეს.

"ამ დილით ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით - შევეჯახეთ პრობლემას, რომლის გამოც ჩვენი მომხმარებლები "ფეისბუქში" ვერ პოსტავდნენ. თუმცა, პრობლემა სწრაფად გადავჭერით და 100%-ით დავბრუნდით. ძალიან ვწუხვართ ნებისმიერი უხერხულობის გამო", - განაცხადეს "ფეისბუქის" წარმომადგენლებმა.

მას შემდეგ რაც "ფეისბუქი" გაითიშა, მომხმარებლებმა პოსტების დაწერა "ტვიტერში" დაიწყეს. პოსტებში ისინი წერდნენ, რომ ქსელი დაბლოკილია და კითხულობდნენ, თუ რატომ ვერ ახერხებენ საიტზე შესვლას. როგორც ვებსაიტი downdetector.com სტატიაში წერს, 6 000 გზავნილი მიიღეს - მომხმარებლები ადმინისტრაციას ატყობინებდნენ, რომ "ფეისბუქი" გათიშულია.

78% წერდა, რომ ქსელი სრულიად გამოუსადეგარი გახდა, ხოლო 21% ჩიოდა, რომ საიტზე შესვლას ვერ ახერხებდა.

საზოგადოების ნაწილმა კი "ფეისბუქის" მომხმარებლები გაკიცხა და განაცხადა, რომ ადამიანების დიდი ნაწილი სოციალური ქსელის გარეშე 30 წუთიც კი ვერ ძლებს.

შეგახსენებთ, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც "ფეისბუქი" ითიშება. 2013 წლის ოქტომბერში სოციალური ქსელი 4 საათით იყო გათიშული. გავრცელებული ინფორმაციით, ტექნიკური გიგანტის შემოსავალი ყოველ 60 წამში 15 000 დოლარია.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს