დახვრეტილი ბავშვები და პატიმარი არასრულწლოვნები - სტურუა სააკაშვილსა და სტალინს შორის მსგავსებაზე

დახვრეტილი ბავშვები და პატიმარი არასრულწლოვნები - სტურუა სააკაშვილსა და სტალინს შორის მსგავსებაზე

რეჟისორი რობერტ სტურუა "ფეისბუქის" პირად გვერდზე იოსებ სტალინის შესახებ პოსტს აქვეყნებს და საბჭოთა ბელადსა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის პარალელს ავლებს.

"სტალინის ჰუმანიზმი

1935 წელს, 19 მარტს აღშფოთებული თავდაცვის ნარკომი ვოროშილოვი წერილს უგზავნის სტალინს, კალინინს და მოლოტოვს ქალაქ მოსკოვში ბავშვების კრიმინალურ ჯგუფების გააქტიურობაზე.( 9 წლის მოწაფემ მოსკოვის მთავარი პროკურორის 13 წლის შვილი სკოლაში ჩხუბის დროს დანით დაჭრა!) "არ მესმის, რატომ არ უნდა დაიხვრიტონ ეს პატარა არამზადებიო!"

ბელადი სერიზულად მიუდგა ბავშვების დახვრეტის პრობლემას და უკვე 1935 წლის 8 აპრილს "პრავდა" ახალ კანონს აქვეყნებს: 12 წლის ბოროტმოქმედნი გასამართლებული იქნებიან, ისევე, როგორც სრულწლოვანებს სჯიან.

20 აპრილს კი დაგზავნილი იქნა საბჭოთა კავშირის ყველა კუთხე-კუნჭულში საიდუმლო ქაღალდი ბავშვების დახვრეტის შესახებ... და დაიწყო... ასე უყვარდა სოსოს ბავშვები... პატარა ოთახის კედლები, სადაც ბელადს ეძინა და სადაც სიკვდილი ეწვია, - წერს მისი ქალიშვილი, "ოგონიოკიდან" ამოჭრილი ბავშვების ფოტოებით იყო მორთული...

აი საიდან მოდის ტრადიცია, გახსოვთ, სააკამ არასრულწლოვანი ბიჭი ციხეში რომ გამოკეტა?!", - წერს სტურუა.

ყველას ახსოვს გიორგი ზერეკიძის საქმე, რომელიც 14 წლის იყო, როცა პირველად გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. გიორგი 2008 წლის 8 იანვარს დააკავეს და გამოძიებამ მას ანგარების მიზნით მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა და ხულიგნობა დასდო ბრალად. რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით მაღალჩინოსნები მას კრიმინალად მოიხსენიებდნენ და წაყენებულ ბრალდებას სამართლიანად მიიჩნევდნენ. მისი დაკავება უნდა გამხდარიყო მაგალითი სხვებისთვის და ეს ყველაფერი მოზარდების ფსიქოლოგიაზე იყო გათვლილი. თავიდან ითქვა ათი წელი, შემდეგ კი სასამართლომ მას შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამგვარი მძიმე განაჩენით ადამიანის დასჯა არ მომხდარა.

იხილეთ ასევე: გიორგი ზერეკიძე არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას გეგმავს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს