დედოფლისწყაროში ადგილობრივებს კოლხურ ხოხბებს დაურიგებენ

დედოფლისწყაროში ადგილობრივებს კოლხურ ხოხბებს დაურიგებენ

"კოლხური ხოხბის აღდგენის პროექტის" ფარგლებში, დედოფლისწყაროში ადგილობრივ მცხოვრებლებს მოვლა პატრონობისთვის კოლხურ ხოხბებს დაურიგებენ. ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბმა განაცხადა.

მისი განმარტებით, კოლხური ხოხბის გამრავლების მიზნით, ვაშლოვანის ნაკრძალში მოშენებულ ხოხბებს ნადირობის მიზნით, საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიებზე გაუშვებენ.

პროექტის მთავარი მიზანი კოლხური ხოხბის გამრავლება და მეხოხბეობის, როგორც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაა. პროექტის ხელმძღვანელებმა კოლხური ხოხბის საშენში ბუნებიდან ველური ხოხბის კვერცხები ამოიღეს და მათი ინკუბაცია მოახდინეს. დღეისათვის ვოლიერებში 100 ზრდასრული და 150-მდე ლაპი იმყოფება.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა