მომჩივანთა 95%-ს "სამართლიანობის აღდგენის" პროცესში შანსი აქვს ნული - რომან გოცირიძე

მომჩივანთა 95%-ს "სამართლიანობის აღდგენის" პროცესში შანსი აქვს ნული - რომან გოცირიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ მას ხშირად მიმართავენ რჩევით "სამართლიანობის აღდგენის" საკითხებში სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით. გოცირიძის თქმით, მისთვის ცნობილი საქმეებიდან მომჩივანთა 95%-ის გამარჯვების შანსი ნულია.

"ბევრი ნაცნობი, ზოგჯერ უცნობიც მთხოვს რჩევას იმის შესახებ, თუ რა პერსპექტივა აქვს "სამართლიანობის აღდგენის" საკითხებში მის საქმეს. რა მაგალითებიც მე ვნახე, 95 პროცენტის შანსი არის ნული.

გუშინდელი მაგალითი: მოვიდა ოფისში ნაცნობი. უნდა დაიბრუნოს მისი აზრით tbc ბანკის მიერ უკანონოდ წართმეული ქონება.

ისტორია: ჰქონდა აწყობილი ბიზნესი. უზარმაზარი სესხი ბანკიდან. დაიჭირეს რაღაც მაქინაციაზე ( ყველას ჰგონია, რომ უდანაშაულოა), ბიზნესი მის გარეშე შეფერხდა. კომპანიამ ვალი ვერ დაფარა. ბანკმა გირაოს სახით ჩადებული ქონება გაუყიდა.

კითხვაზე, ბანკი რა შუაშია? პასუხი: ბანკი და პროკურატურა შეკრული იყო. იმიტომ დამიჭირეს, რომ ქონება წაერთმიათ.

ეჭვი არ ეპარება, რომ ქონებას დაიბრუნებს. ვუთხრა, რომ ნულია შანსი? არ დაიჯერებს. არა და შემორჩენილ ფულსაც ტყუილად ხარჯავს ადვოკატებში.

სხვა საკითხია, რამდენად სამართლიანად იქნა დაკავებული ( რაც მომიყვა, არ იყო დამაჯერებელი მისი უდანაშაულობა). თუმცა ბანკის სესხთან ამას პირდაპირი კავშირი არა აქვს.

ყველას აქვს ერთი საერთო აშკარად გამოკვეთილი ფსიქოლოგიური ნიშანი: პირველი-ასპროცენტიანი იმედი, რომ ბოლოს ყველაფერი კეთილად დამთავრდება და მეორე- უდანაშაულობის უკრიტიკო განცდა. სამწუხაროდ, ძალიან ადვილია ასეთი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მათი მანიპულირება. როგორც პოლიტიკური, ასევე სხვა, თუნდაც ფინანსური კუთხით", - წერს გოცირიძე.

იხილეთ ასევე: "რა ბანკი მოგვცა მიშამა!" - რომან გოცირიძე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს