"ნათლობის შემდეგ აბო თბილელი გონიათ" - "ფეისბუქში" ლუის ნავაროს ნათლობაზე ხუმრობენ

"ნათლობის შემდეგ აბო თბილელი გონიათ" - "ფეისბუქში" ლუის ნავაროს ნათლობაზე ხუმრობენ

ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავარო რამდენიმე დღის წინ ქვემო ბეთლების ეკლესიაში ტაძრის წინამძვარმა მამა ალექსანდრე (ბოლქვაძე) მართმადიდებლად მონათლა. ნავაროს ნათლია გიორგი თარგამაძეა. ნავაროს ნათლობის სახელი დავითია. მამა ვახტანგის განცხადებით, ნათლობისას ნავარომ მას უთხრა, რომ მას არსად არ უნახავს ისეთი სითბო და სიყვარული, როგორიც საქართველოშია. დიდხანს ვეძებდი მიზეზს და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი თქვენი რწმენიდან მოდისო.

ამ ამბავს "ფეისბუქში" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ეკა ხერხეულიძე და კინოკრიტიკოსი გოგი გვახარია ეხმურებიან.

ეკა ხერხეულიძე:

"ლუის ნავარო ნათლობის შემდეგ აბო თბილელი გონიათ, გაქრა უნდობლობა და ყველა მოწყალე თვალით შეჰხარის, მათ შორის - შალვაც".

გოგი გვახარია:

"გიორგი თარგამაძე ჯერ ჟურნალისიტიკიდან წავიდა, შემდეგ პოლიტიკიდანაც წავიდა და გახდა ნავაროს ნათლია:)

ბუდისტური გზაა:) ისე მაგის აღსარება იქნება საინტერესო:)".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს