ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიის გარეუბანში მცხოვრები ოჯახი ყველასგან გამოირჩევა - სილვების ოჯახის ყველა წევრს 6 თითი აქვს.
ოჯახი გენეტიკური დაავადებით იტანჯება, რომელსაც პოლიდაქტილია ქვია. ფოტოზე წარმოდგენილია ოჯახის ყველა წევრი: სილვია სანტოსი, ჯოაო დე ასისი, პედრო დე ასისი, ანა კაროლინა სანტოსი, სილვანა სანტოსი, ბერნარდო დე ასისი და მარია მორენა სანტოსი.
მიუხედავად ფიზიკური დეფექტისა, ყველა მათგანი თავს სრულფასოვან ადამიანად გრძნობს და ისეთივე ცხოვრების რიტმი აქვთ, როგორც დანარჩენებს. მაგალითად, 14 წლის ჯოაო მუსიკალური ნიჭითაა დაჯილდოვებული და გიტარაზე შესანიშნავად უკრავს. მუსიკის შესწავლა სურს 8 წლის მარიასაც.
"ფორტეპიანოზე არასდროს დამიკრავს, მაგრამ სწავლა მინდა. უფრო ადვილი იქნება 6 თითით დაკვრა", - ამბობს გოგონა.
იხილეთ ვიდეო
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.