ზურაბიშვილი: "გოგორიშვილი აპროტესტებს არჩევნების გაყალბებას. მერაბიშვილი პოლიციის დიქტატს - აი, რა გინდა რო ქნა, რა... "

ზურაბიშვილი: "გოგორიშვილი აპროტესტებს არჩევნების გაყალბებას. მერაბიშვილი პოლიციის დიქტატს - აი, რა გინდა რო ქნა, რა... "

მმართველი კოალიციის წევრი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბოლო დროს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

"ხათუნა გოგორიშვილი აპროტესტებს არჩევნების გაყალბებას.

ვანო მერაბიშვილი პოლიციის დიქტატს და მოსმენებს.

გიგა ბოკერია ხელისუფლების ცინიზმს და მოქალაქეებისადმი შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას.

გიგი უგულავა ბიზნესზე ზეწოლას და კორუფციულ გარიგებებს.

ნიკა გვარამია თავისუფალ მედიაზე ზეწოლას.

ბაჩო ახალაია პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას.

ამას წინეებზე ნათია მოგელაძეც გამოჩნდა ფეისბუქზე, კალაძეს დასცინოდა.

ჰოდა, იმის თქმა მინდოდა: შემთხვევით სადმე ბადრი ბასიშვილისთვის ხომ არ მოგიკრავთ თვალი, ზონდერების მოძალებაზე რომ ჩიოდეს?

აი, რა გინდა რო ქნა, რა... " - წერს ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს