წერილი დედიკოსგან - ამის წაკითხვა ნამდვილად ღირს

წერილი დედიკოსგან - ამის წაკითხვა ნამდვილად ღირს

როგორ გვინდა დედებს, რომ ჩვენმა შვილებმა ზედმიწევნით ზუსტად გაითვალისწინონ ჩვენი რჩევა-დარიგებები, სწორად გადაანაწილონ თამაშისა და მეცადინეობის დრო, მეტი დრო დაუთმონ სწავლას, არ ეზარებოდეთ აფთიაქსა თუ მაღაზიაში პროდუქტებისთვის ჩარბენა, საკუთარი ნივთების მოწესრიგება. მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამას, ზუსტი რეცეპტი არავინ იცის. სამაგიეროდ, არსებობენ დედები, რომლებიც გამორჩეული უნარების წყალობით მაინც ახერხებენ ერთ დღეში ბავშვს ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთებინონ. ეს წერილიც ასეთ სუპერ-დედიკოს ეკუთვნის. შეიძლება მისი მეთოდი ზუსტად ვერ აითვისოთ, მაგრამ წაკითხვა ნამდვილად ღირს. იქნებ მისი მთავარი პრინციპი გამოგადგეთ.

"საყვარელო შვილიკო, რადგან ამ წერილს კითხულობ, ესე იგი, როგორც იქნა, ინტერნეტის რესურსი ამოიწურა. ჩვენს პროვაიდერთან დაკავშირება ან ბრაუზერის მოწყობილებებში ქექვა არ სცადო, მაინც არაფერი გამოგივა. მე გეტყვი, რაც უნდა ქნა: შედი მეზობელ აფთიაქში და ბაბუას წამლები უყიდე, რეცეპტი სარკის ქვეშ, ტუმბოზეა. შემდეგ შედი სუპერმარკეტში და ორი პაკეტი 1,5%-იანი რძე, პური და ერთი კოლოფი ჩაი იყიდე. იქვე გაჩერებასთან ახლოს რომ ბოსტნეულის ჯიხურია, იქ ერთი კილო კარტოფილი, ნახევარი კილო ხახვი და ერთი თავი კომბოსტო იყიდე. ყველა ჩეკი შეინახე. მობილური სახლში დამრჩა, ამიტომ თავად გადაურეკე მამაშენს და უთხარი, რომ მისი შეკვეთა დღეს ვერ მოესწრება, ისიც უთხარი, რომ სახლში მოსვლამდე სამრეცხაოში გაიაროს და თეთრეული წამოიღოს. ზარის წამოწყებისთანავე ეკრანის მარცხენა კუთხეში მდებარე ნახატს დააჭირე ხელი და მამასთან საუბარი ჩაიწერე.

იმეცადინე, თუნდაც მათემატიკის მეტი არაფერი გქონდეს დასაწერი, საღამოსთვის მაინც არ გადადო. სახელმძღვანელოს 116-ე, 121-ე და 118-ე გვერდებზე ყველა ამოცანა ამოხსენი. იცოდე, მესამე ამოცანაში მაგალითი შეადგინე, პასუხებში არ ჩაიხედო. დანარჩენი ამოცანების პასუხები არ არის წიგნში, მაგათ ძებნაზე დრო არ დაკარგო.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს