შალვა რამიშვილი - "თვეში 3000 ან 4000 ლარად კვალიფიცირებული კადრი სახელმწიფო სამსახურში არ იმუშავებს"

შალვა რამიშვილი - "თვეში 3000 ან 4000 ლარად კვალიფიცირებული კადრი სახელმწიფო სამსახურში არ იმუშავებს"

ტელეწამყვანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პრემიების თემას ეხმაურება. იგი მიიჩნევს, რომ კვალიფიციური კადრს ანაზღაურება მაღალი უნდა ჰქონდეს, ვინაიდან თვეში 3000 ან 4000 ლარად პროფესიონალი სახელმწიფო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე არ იმუშავებს.

"თვეში 3000 ან 4000 ლარად კვალიფიცირებული კადრი სახელმწიფო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე არ იმუშავებს. წერტილი.

ახლა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს რა ურჩევნია. მისცეს დაბალი ხელფასი დილეტანტს თუ მაღალი - პროფესიონალს.

სხვა საქმეა რომ როცა მაღალ ხელფასს მისცემ ძალიან მკაცრად უნდა მოსთხოვო კიდეც", - წერს რამიშვილი.

პრემიების საკითხი ბოლო დროს რამდენჯერმე გახდა აქტუალური. პირველი გამოხმაურება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებზე თვეში 40 ათასამდე ლარის გაცემას მოჰყვა. საზოგადოების ყურადღება, ბოლოს, თბილისის საკრებულოში გაცემულმა პრემიებმაც მიიპყრო. ირაკლი შიხიაშვილმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის რანგში, ივნისის ბოლოს, 350 პროცენტიანი პრემია მიიღო.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს