ვინ აგროვებს ხელმოწერებს ტელეკომპანია "რიონის" დახურვის მოთხოვნით?

ვინ აგროვებს ხელმოწერებს ტელეკომპანია "რიონის" დახურვის მოთხოვნით?

რამდენიმე დღის წინ ქუთაისში ტელეკომპანია "რიონის" მუშაობის ხარისხის შესახებ ორკაციანმა ჯგუფმა არაოფიციალური გამოკითხვა დაიწყო. როგორც თვითმხილველები ამბობენ, გამოკითხვის ავტორები რესპონდენტებს რამდენიმე კითხვით მიმართავენ: მოსწონთ თუ არა ტელეკომპანია"რიონი"? მათი აზრით, ხომ არ მოძველდა ეს ტელევიზია და რა აზრის არიან ახალი ტელევიზიის შექმნაზე?

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ინტერვიუერები ტელევიზიის დახურვის მომხრეებს პოზიციას ხელმოწერით ადასტურებინებენ. გამოკითხვას შემთხვევით შეესწრო ტელევიზიის რამდენიმე თანამშრომელიც. "არანაირი გამოკითხვა არ დამიკვეთავს. ეს მხოლოდ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის წინ ტელევიზიებს შორის გამძაფრებულ კონკურენციას უკავშირდება. კონკრეტულად საუბარი ამ მომენტში არ შემიძლია, თუმცა, მალე გავარკვევთ, ვინ არის ეს ორი ადამიანი. რაც შეეხება დახურვის საფრთხეს, ტელეკომპანია "რიონს" არანაირი პრობლემა არ აქვს", - ამბობს ტელევიზიის გენერალური დირექტორი თამარ ღვინიანიძე.

ტელეკომპანია "რიონის" მაუწყებლობის შესახებ გამოკითხვით შესაძლოა, ქუთაისში არხის ერთადერთი კონკურენტი - "მეგა TV" იყოს დაინტერესებული.

იხილეთ ვრცლად

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა