"ადვილად შეიცვლის აზრს, თუკი მის საჯდომს საშიშროება შეექმნა" - გვახარია თამარ ივერზე

"ადვილად შეიცვლის აზრს, თუკი მის საჯდომს საშიშროება შეექმნა" - გვახარია თამარ ივერზე

კინოკრიტიკოსი გოგი გვახარია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება სოპრანო თამარ ივერის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ახალ პოსტს, სადაც სოპრანო ავსტრალიურ მედიაში აგორებული სკანდალის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ეს წერილი რის იმედს იძლევა? იმის იმედს, რომ ოპორტუნისტი და კონფორმისტი ქართველი ადვილად შეიცვლის აზრს, თუკი მის საჯდომს საშიშროება შეექმნა. მთავარია იქ არ იგრძნოს ტკივილი და კარგად იჯდეს.

იმის იმედს იძლევა, რომ ირანისგან, ეგვიპტისგან და თუნდაც რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოში იდეურ-პრინციპული ქსენოფობების რიცხვი სინამდვილეში მმკ-ს წევრთა რაოდენობას არ აჭარბებს და ის სავარაუდო 40 000 (თავისი ქალბატონი ნინოთი და ქალბატონი ირმათი), არჩევნების მერე რომ წარმოგვიდგინა თავისი თავი, ადვილად შეიცვლის პოზიციას მას მერე, რაც დასაჯდომთან თბილ ბალიშს დავუდებთ. პრობლემა, უბრალოდ, ისაა, რომ მას მერე, რაც მოხერხებულ პოზას მიაგნებენ, ისინი ისეთი საქმით უნდა დაკავდნენ, რაც სიამოვნებთ და მოსწონთ. ივერის შემთხვევაში პრობლემა მოგვარებულია... აი ის 40 000 რას გააკეთებს არ ვიცი და ამაზე პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა იფიქროს.

"აზრი" ამას {თამარ ივერს} არც აქამდე ჰქონდა. კონიუქტურა იყო და დაწერა ის რაცხა, ახლა სხვა კონიუქტურაა და დაწერა ასე. სინამდვილეში, გულის სიღრმეში, შეიძლება სწორედ ახლა გახდა ჰომოფობი:)... დასჯას ის აზრი ჰქონდა, რომ შეეშინდება და ცეცხლზე ნავთს აღარ გადაასხამს. მაგალითად, 17 მაისს, სურვილის მიუხედავად, ტაბურეტკით არ გამოვა ქუჩაში.

...ადამიანი, რომელსაც არა აქვს ჰარმონიის, სტილის, ზომის განცდა - შესაძლებელია არაა დასაცინი, მაგრამ დასაცინი ხდება მაშინ, როცა მისი ეს უგრძნობლობა ფაშისტური იდეების გავრცელების (და არა ტონის) ერთ-ერთი მიზეზი ხდება...

დედაჩემი ამ დროს იყენებს სიტყვას "კეკელკა"...", - წერს გვახარია.

შეგახსენებთ ავსტალიაში ივლისში დაგეგმილი წარმოდგენის წინ, ადგილობრივ პრესაში სოპრანო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი მიწერილი შარშანდელი წერილის გამო სკანდალში გაეხვია. ივერი ჰომოფობიური შეხედულებების გამო დაგმეს. ამ ამბავს ივერი "ფეისბუქით" გამოეხმაურა.

"ძალიან მიმძიმს, ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე მერამდენედ მიწევს ამ დასანან შემთხვევაზე კომენტარის გაკეთება. ეს ინციდენტი მით უფრო მძიმეა ჩემთვის, რამდენადაც იგი ჩემს პირად ცხოვრებასა და მის დელიკატურ დეტალებს უკავშირდება.

ჩემმა მეუღლემ უკვე გააკეთა ამ წერილზე თავისი განმარტება და მე ზედმეტად მიმაჩნია კიდევ ამ დეტალებზე თავის მართლება. ზარალი უკვე დამდგარია და ამ დღიდან მოყოლებული ჩემი ცხოვრებაც ერთგვარად შეიცვალა.

იმედი მაქვს, ვისთანაც ამდენი წლის განმავლობაში მიცხოვრია, მიმეგობრია, მიმუშავია, მიმღერია, ვინც მიცნობს, მან იცის, რომ ჰომოფობია ჩემთვის უცხო და მიუღებელია.

თავის დროზე ყველას გულწრფელად მოვუბოდიშე უხერხული გამონათქვამების გამო, რამაც ბევრი არასწორი ინტერპრეტაცია გამოიწვია და ინციდენტიც ამით ამოიწურა. ეხლა კი ავსტრალიურ პრესაში ხელახალი კამპანია ჩემს წინააღმდეგ შესაძლოა, არც იყოს შემთხვევითი. ყოველთვის მეამაყებოდა საკუთარი ბუნება იმით, რომ ადამიანი მუდამ იყო ჩემთვის ყველაზე ღირებული, თავისი ორიგინალურობით, თავისებურებებითა და განსხვავებებით. ვკითხულობ უამრავ კომენტარს, შეფასებას და ვერც აგიწერთ გრძნობას და სიმძიმეს, რასაც განვიცდი. არც კი მინდა ვიფიქრო, რომ ეს შეფასებები შეიძლება მე მეკუთვნოდეს", - დაწერა სოპრანომ.

იხილეთ ასევე: თამარ ივერი მორიგ სკანდალში გაეხვია - ავსტრალიაში დაგეგმილ წარმოდგენებამდე "ჰომოფობი სოპრანო" ადგილობრივმა პრესამ დაგმო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს