"ბავშვობიდან მხოლოდ ერთი რამის კეთება იცის - და ეს ღალატია" - კაკაბაძე ვანო მაჭავარიანზე

"ბავშვობიდან მხოლოდ ერთი რამის კეთება იცის - და ეს ღალატია" - კაკაბაძე ვანო მაჭავარიანზე

უფლებადამცველი და მწერალი ირაკლი კაკაბაძე მოღალატე მინისტრების შესახებ პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ვანო მაჭავარიანის განცხადებას "ფეისბუქით" ეხმაურება.

"ვანო მაჭავარიანს კარგად ვიცნობ. ეს ადამიანი საერთოდ სიტყვა 'ღალატს' რომ ახსენებს ძალიან უხერხულია, რადგან ღრმა ბავშვობიდან მხოლოდ ერთი რამის კეთება იცის - და ეს ერთი რამე ზუსტად ღალატია - და ნებისმიერი ადამიანისთვის ზურგში დანის ჩარტყმა. ძალიან კარგია, რომ ხელისუფლება მისნაირი ნაგვებისგან გაიწმინდოს. ამნაირი 'მორალურ-ეთიკური' კატეგორიების კარიერისტი საქმოსნების ყოფნა ხელისუფლებაში, რომელთაც საკუთარი გამდიდრების გარდა არაფერი ადარდებთ - რბილად რომ ვთქვათ მავნებელია მთელი ქვეყნისათვის", -წერს კაკაბაძე.

საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ვანო მაჭავარიანის განცხადებით, "4-5 მოღალატე მინისტრის თემა ჯერ კიდევ ცოცხალია" და მას "პრემიერ ღარიბაშვილის ადგილზე ზოგიერთი მინისტრის შეცვლა მოუნდებოდა". ამის შესახებ მაჭავარიანმა ორი დღის წინ ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "9-იანში" განაცხადა და იქვე დასძინა, რომ "4-5 მოღალატე მინისტრის თემა ჰაერიდან მოტანილი არ არის".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს