თბილისის ცენტრში ქალებისთვის ორიგინალური შეჯიბრი მოეწყობა - მაღალ ქუსლებზე შემდგარი ქალბატონები ერთმანეთს სირბილში შეეჯიბრებიან.
კავკასიის მსოფლიო რეკორდების ფედერაციის ხელმძღვანელის, შოთა ქელდიშვილის განცხადებით, გარბენში 18-25 წლის 20 გოგონა მიიღებს მონაწილეობას.
გამარჯვებული ჯილდოდ ორკაციან საგზურს მიიღებს, რომლითაც თურქეთში დასვენებას შეძლებს.
შეჯიბრი ქუსლებზე სირბილში საქართველოში პირველად ტარდება. ღონისძიება რიყის ტერიტორიაზე 24 ივნისს იგეგმება.