მორჯულების ეშმაკური ხერხები - დედებო, ჭკუით აჯობეთ პატარა ჯიუტებს

მორჯულების ეშმაკური ხერხები - დედებო, ჭკუით აჯობეთ პატარა ჯიუტებს

ყველაზე მშვიდი ბავშვების მშობლებიც კი ზოგჯერ მოთმინებიდან გამოჰყავს შვილის პატარ-პატარა ახირებებს, აღარფერს ვამბობთ ჭირვეული ბავშვების მშობლებზე, რომლებსაც ბევრად მეტი დავიდარაბის გადატანა უხდებათ. მართალია, უზნეო ბავშვის მორჯულების იდეალური რეცეპტი ჯერ არავის შეუდგენია, მაგრამ არსებობს პრობლემისადმი სწორი მიდგომის ხერხები, რაც მასთან გამკლავებას გაგიადვილებთ. გაგაცნობთ 5 ასეთ ეშმაკურ ხერხს.

საქმიანი შენიშვნა

შენიშვნების კორიანტელს ნუ დააყენებთ, ჯერ კარგად ჩამოაყალიბეთ პრობლემა. ბავშვები გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას იჩენენ, როცა მშობლები დადანაშაულების და ბრძანებების ნაცვლად ვითარებას სწორად აფასებენ. მაგალითად, ნაცვლად "რა ამბავია, მთელი მაგიდა საღებავით მოგითხუპნია", ამბობთ: "მაგიდაზე საღებავია დაღვრილი, მიალაგე, თუ შეიძლება".

მუქარის ნაცვლად არჩევანი

არ დაემუქროთ და არ უბრძანოთ, ამის ნაცვლად არჩევანის საშუალება მიეცით. მუქარა და ბრძანება ბავშვებს სწყინთ და თავს უმწეოდ გრძნობენ. არჩევანი კი ახალი შესაძლებლობისკენ უხსნის გზას. როცა 4 წლის ბავშვი "არ მშია, არ მშია"-ს გაიძახის, შესთავაზეთ თქვენთვის სასურველი არჩევანი - "წიწიბურას შეჭამ თუ "ჰერკულესის" ფაფას?". შედარებით უფროსებთან კი ეფექტურია: "რით იწყებ მეცადინეობას, ქართულით თუ მათემატიკით".

ამით ბავშვი ავტომატურად გადაერთვება თქვენთვის სასურველ ვარიანტებზე.

გამოხატეთ გრძნობები და არა ისტერიკები

ნათლად გამოხატეთ გრძნობები. ბავშვებს მხოლოდ ყვირილი როდი ესმით. ეცადეთ და დაელაპარაკეთ თქვენს გრძნობებზე, უთხარით, როგორ გრძნობთ თავს მისი საქციელის მერე. ეს ნდობას აღრმავებს და ბავშვი მეტად დაგიჯერებთ. ნაცვლად "დაუწიე ტელევიზორს, ხმაურისგან თავი მისკდება", უთხარით "როცა ტელევიზორი ხმამაღლა გაჰყვირის, ძალიან მტკივა თავი და შეიძლება ავად გავხდე".

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს