საოცარი ფაქტები ბავშვებზე - რაც აქამდე არ იცოდით

საოცარი ფაქტები ბავშვებზე - რაც აქამდე არ იცოდით

• 3 წლის ბავშვის ხმა უფრო მაღალია, ვიდრე 200 მოზრდილისა სავსე რესტორანში.

• მამები, როგორც წესი, თვალის შევლებით ადვილად არკვევენ ბავშვის სიმაღლეს, დედები – წონას.

• საშუალოდ, 4 წლის ბავშვი დღეში 437 შეკითხვას სვამს.

• ტელევიზორის ყურება ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელიც კი შეიძლება იყოს ბავშვისთვის.

• ძველ საბერძნეთში მდიდარი ოჯახების შვილებს დაბადებისთანავე ზეითუნის ზეთში აბანავებდნენ. მიაჩნდათ, რომ ამით ტანზე თმის ამოსვლისგან იცავდნენ.

• დიდი ფარაონი რამზეს II 160-ზე მეტი ბავშვის მამა იყო.

• ინგლისში მე-17 საუკუნეში ბიჭებიც და გოგონებიც 7 წლამდე კაბებს ატარებდნენ.

• ექვს წლამდე ბავშვებს ყველაზე ხშირად ხელისგულებისა და თითების ტრავმები და დამწვრობები აქვთ.

• ბავშვები იმ ინტონაციით ყვირიან, რომელიც მათი დედის ენისთვის არის დამახასიათებელი, რაც ჯერ კიდევ მუცელში ესმით. ასე დაასკვნეს მეცნიერებმა. მაგალითად, ფრანგი ქალების შვილები ყველა წამოყვირებისას უმატებენ ხმას, გერმანელების – უკლებენ, სწორედ ასეთი ინტონაციური გადასვლებია შესაბამის ენებში.

• 2009 წელს შოტლანდიელ ფსიქოლოგთა ჯგუფმა ექსპერიმენტი ჩაატარა და ედინბურგის ქუჩებში 240 საფულე "დაკარგა", მფლობელის საკონტაქტო მონაცემებით. სულ საფულეების 42 პროცენტი დაბრუნდა, თუმცა დაბრუნების პროცენტი ვარირებდა იმის მიხედვით, თუ რა ფოტო იყო შიგნით. იმ საფულეების 88% დააბრუნეს, რომლებშიც ბავშვის ფოტო იყო, 53% - შინაური ცხოველის ფოტო, 48% - ოჯახური ფოტო, 28% - ხანდაზმული წყვილი, და მხოლოდ 15% დააბრუნეს იმ საფულეებისა, რომლებშიც საერთოდ არ იყო ფოტო.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს