ბოდბისხევის საბავშვო ბაღი ინგრევა, ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

ბოდბისხევის საბავშვო ბაღი ინგრევა, ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევის საბავშვო ბაღის შენობა ბავშვების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ოთახის კედელი ჩამოიგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა, რადგან ბავშვები სათამაშოდ ეზოში იყვნენ. დღეს კი შენობის კიდევ ერთი კედელი ჩამოიშალა.

საბავშვო ბაღის შენობის კედლები დაბზარულია, იატაკი ზოგიერთ ადგილას ჩატეხილი, ფანჯრები და ჭერი დაზიანებული, საპირფარეშო - ნახევრად დანგრეული, მოშლილია კანალიზაციაც.

სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის, ჯონდო გელაშვილის განცხადებით, შენობა ძალიან ძველია, რის გამოც რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა