ყველაზე ძვირადღირებული კურორტები მსოფლიოში

ყველაზე ძვირადღირებული კურორტები მსოფლიოში

North Island - სეიშელის კუნძულები

მას შემდეგ რა პრინცმა უილიამმა და მისმა რჩეულმა, ქეით მიდლტონმა თაფლობის თვე ამ კუნძულზე გაატარეს, კურორტზე ფასებმა ისე აიწია, რომ ახლა ეს ადგილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კურორტია კერძო დასვენებისთვის. ნამდვილი სამოთხე, 11 თანამედროვე ვილა, თეთრი ქვიშა, საკვები და მსოფლიოში საუკეთესო შეფ-მზარეულები აქ ჩვეულებრივი მოვლენაა...

Huvafen Fushi - მალდივი

ჯორჯ კლუნისა და სხვა არანაკლებ ცნობილი მილიარდერების საყვარელი ადგილი. 44 ბუნგალო, მსოფლიოში ერთადერთი წყალქვეშა სპა და სტუმრების ნებისმიერი ახირების დაკმაყოფილება. კუნძულს გარს აკრავს რიფების ჯაჭვი...

The Burj Al Arab - დუბაი არაბეთის საემიროები

ზღვის დონიდან 321 მ. სიმაღლის აფრა-სასტუმრო. მდიდრული ინტერიერი, საკუთარი მოსამსახურე, საკუთარი ”როლს როისი” თავისი მძღოლით, კერძო პლაჟი და სურვილის შემთხვევაში ანონიმურობის სრული დაცვა იმ სტუმრებისთვის, ვისაც შეუმჩნევლად დასვენება სურს.

Cap Juluca, Maundays Bay - ინგლისი, კარიბის აუზი

179 აკრის დაცული მიწა პლუს 3 კმ კერძო პლაჟი თეთრი ქვიშით. ეს ჰოლივუდელების საყვარელი ადგილია, რადგან მათ ანონიმურობა გარანტირებული აქვთ. კურორტი სპეციალურად ისეა მოწყობილი, რომ უცხოებმა სტუმრებისთვის ფოტოს გადაღება ვერ შეძლონ, დამსვენებლები კი ერთმანეთს არ გასცემენ.

Little Palm Island, Little Torch - ფლორიდა, აშშ

კურორტზე ერთდროულად დასვენება მხოლოდ 30 ადამიანს შეუძლია. ისინი, როგორც წესი ერთმანეთის მეგობრები და ნაცნობები არიან ხოლმე. მიღებულია, რომ კუნძული მთლიანად დაიჯავშნოს.

Medjumbe- მოზამბიკი

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული კურორტი, რომელსაც თავისი წესები აქვს. პირველყოვლისა, აქ აკრძალულია ფეხსაცმლის ტარება - აქ ჩასული სტუმრები ფეხსაცმელს აბარებენ და კურორტზე ყოფნის პერიოდში ფეხშიშველი დადიან. მეორე შეზღუდვა ტელეფონს ეხება - სტუმრებს არ შეუძლიათ ტელეფონის გამოყენება, კუნძულზე არც ინტერნეტია. მოკლედ, თქვენივე ფულით გაიძულებენ მოწყდეთ იმ სამყაროს, რომლის წყალობითაც იშოვეთ იმდენი ფული, რომ ამ კურორტზე დაგესვენათ.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს