კრიმინალს, რომელიც სექს-სიმბოლოდ იქცა, სამოდელო სააგენტო დაუკავშირდა - თვეში 30 000 დოლარს მიიღებს

კრიმინალს, რომელიც სექს-სიმბოლოდ იქცა, სამოდელო სააგენტო დაუკავშირდა - თვეში 30 000 დოლარს მიიღებს

30 წლის ჯერემი მიკსი - სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელიც სექს-სიმბოლოდ აღიარეს, ქალებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ცისფერთვალება კრიმინალით მხოლოდ ქალბატონები არ მოიხიბლნენ - მასთან კონტრაქტისთვის ცნობილმა სამოდელო სააგენტოებმა ბრძოლა გააჩაღეს.

ქალების გულთამპყრობელი პატიმარი თუ კონტრაქტს ხელს მოაწერს, თვეში 30 000 დოლარს მიიღებს. როგორც ამბობენ, ჯერემი ერთ-ერთი ყველაზე ფიცხი კრიმინალია, მაგრამ მისი ფოტო "ფეისბუქის" გვერდზე ვირუსულად გავრცელდა და 40 000-ზე მეტი მოწონება უკვე აქვს. როგორც სამოდელო სააგენტოს Blaze Modelz-ის წარმომადგენელი აცხადებს, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ ჯერემი მაღალი მოდის სახლებმა - "ვერსაჩე", "არმანი" - დაიქირავონ და თვეში 15 000-დან 30 000 დოლარამდე გადაუხადონ.

იხილეთ ასევე: კრიმინალი, რომელიც სექს-სიმბოლოდ იქცა - ქალები მასთან ერთად საკანში დაპატიმრებას ითხოვენ

მომზადებულია mirror.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს