9 წლის გოგონამ თავისი სიკვდილით ათასობით ადამიანი იხსნა

9 წლის გოგონამ თავისი სიკვდილით ათასობით ადამიანი იხსნა

2011 წელს რეიჩელ ბეკვისი 9 წლის გახდა და თავის ნათესავებსა და მეგობრებს სთხოვა, საჩუქრების ნაცვლად ფული მის მიერვე ინტერნეტში შექმნილ საქველმოქმედო გვერდზე ჩაერიცხათ. ასე სურდა, 300 დოლარი შეეგროვებინა და აფრიკის მცხოვრებთათვის (რომელთაც სასმელი წყლის სერიოზული პრობლემა აქვთ) ჭების მშენებელობის ფონდისთვის გადაეცა.

რეიჩელმა 220 დოლარი შეაგროვა, თუმცა ერთ თვეში ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა... მისმა სიკვდილმა საზოგადოება თითქოს გამოაფხიზლა, მის გვერდზე სულ უფრო მეტი შემოწირულობა მოდიოდა და საბოლოოდ, გოგონას გარდაცვალების შემდეგ მის მიერ წამოწყებული ქველმოქმედების შედეგად მილიონ დოლარზე მეტი შეგროვდა, რაც 60 ათასი ადამიანის სუფთა წყლით უზრუნველყოფას ნიშნავს...

როგორც მოგვიანებით გოგონას დედა ჰყვებოდა, პირველად აფრიკის მცხოვრებთა გაჭირვების შესახებ რეიჩელმა ეკლესიაში გაიგონა. მოძღვარმა მრევლს მოუწოდა, საგანგებოდ ამისთვის განკუთვნილ ფონდში გადაერიცხათ თანხები და ათასობით აფრიკელ ბავშვს დახმარებოდნენ – ყოველდღე 4,5 ათასი აფრიკელი ბავშვი იღუპება საშინელი დაავადებებისგან, რადგან სასმელი წყლის სახით ბინძურ ჭაობებსა და მიკროორგანიზმებით სავსე გუბეებს იყენებენ.

გოგონა დააფიქრა ამ პრობლემამ. მალე მისი დაბადების დღე მოდიოდა. დედას გამოუცხადა, რომ არ უნდოდა წვეულება და მოუწოდა ყველას, ვინც მის დაბადების დღეზე უნდა მოსულიყო სტუმრად, ფული შეეგროვებინათ. 300 დოლარი, ფონდის გათვლებით, 15 ადამიანის სიცოცხლეს იხსნიდა. სწორედ ამ თანხის შეგროვება დაისახა მიზნად პატარა ქველმოქმედმა.

...ზუსტად 220 დოლარი იყო შეგროვილი მის გვერდზე და რეიჩელს უხაროდა, რომ ცოტაც და შეპირებულ თანხას – 300 დოლარს გადარიცხავდა ფონდში... თუმცა მისი მომავალი სულ სხვაგვარად განვითარდა – გოგონა სიეტლის გზატკეცილზე საშინელ ავარიაში მოყვა. 13 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ამ საგზაო შემთხვევის ერთადერთი მსხვერპლი რეიჩელ ბეკვისი აღმოჩნდა...

გოგონა დიდხანს იყო აპარატზე მიერთებული...

იხილეთ სრულად

ნახეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს