სოფო სააკაშვილი უკრაინის "X ფაქტორში" მიიწვიეს

სოფო სააკაშვილი უკრაინის "X ფაქტორში" მიიწვიეს

მომღერალ მაია ყარყარაშვილის ქალიშვილი, სოფო სააკაშვილი, რომელიც ქართველმა მსმენელმა მუსიკალურ პროექტ "X ფაქტორის" ქართული ანალოგიდან გაიცნო, უკრაინულ "X ფაქტორში" სპეციალურ სტუმრად მიიწვიეს. ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე პროდუსერი სტეფანე მღებრიშვილი წერს.

"ახლა დამირეკა ჩემმა მეგობარმა ნინო ქათამაძემ და მახარა, რომ მიუხედავად იმისა, სოფი მოიგებს თუ არა პროექტს, ის მიწვეულია სპეციალურ სტუმრად უკრაინულ "იქს ფაქტორში".

P.S: იმედი მაქვს მის საქართველოში გამოსვლებსაც ადეკვატური წარმატება ექნება.

მიწვეულია არა კონკურსანტად, არამედ სპეციალურ სტუმრად როგორც სუპერ მომღერალი…", - წერს სტეფანე.

პროდუსერი კონკურსანტს კიდევ ერთ პოსტს უძღვნის იმ ადამიანების გასაგონად, რომლებიც მას სოფოს მიმართ მიკერძოებულ მიდგომაში ადანაშაულებენ.

"ერთუჯრედიანი ადამიანებისთვის. უკიდურესად განუვითარებლებისთვის:

სოფი სააკაშვილი იმიტომ მომწონს, რომ მაგრა მღერის… და არა იმიტომ რომ დედამისს ვიცნობდი 10 წლის წინ!

როდემდე შეიძლება თქვენი საზოგადოებაში ყოფნა და კიდე კომპიუტერის კლავიატურასთან მიშვება!", - დაწერა პროდუსერმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს