"ჰომოსექსუალებო, რაღაც ძაან გამრავლდით!" - სოფო ტოროშელიძე სკანდალურ გაცხადებას აკეთებს

"ჰომოსექსუალებო, რაღაც ძაან გამრავლდით!" - სოფო ტოროშელიძე სკანდალურ გაცხადებას აკეთებს

ბოლო განახლება: ტოროშელიძის პირველი კომენტარი სკანდალურ სტატუსზე და ლგბტ აქტივისტების პასუხი მომღერალს: "ადრე ისიც ეგონათ, რომ სექსი არ ჰქონდათ..."

სოპრანო თამარ ივერის შემდეგ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენელთა მისამართით ხმაურიან განცხადებას აკეთებს "X ფაქტორის" ჟიურის წევრი და "ევროვიზიის" ყოფილი მონაწილე, მომღერალი სოფო ტოროშელიძე.

Facebook/სოფო ტოროშელიძე, მომღერალი (სტილი დაცულია):

"ჰომოსექსუალებო, რაღაც ძააააააააან გამრავლდით! და სააშკარაოზე გამოფინეთ ყველაფერი:) არა სააწინააღმდეგო კი არაფერი არ მაქვს! მართლა ოღონდ! ვისაც როგორ უნდა ისე იცხოვროს! მე არ მაქვს უფლება, რო მეორე ადამიანი ვაკრიტიკო იმიტომ, რომ ხვალ შეიძლება გათენდეს და ყველაფერი დამემართოს მე თვითონ ! უბრალოდ, რაღაც უჩვეულოდ ბევრნი ხართ უკვე!...

არაფერს არ მიშავებენ საერთოდ და არც მაწუხებენ! უბრალოდ მიკვირს, რო ესე უცეებ დაიკიდეს ყველაფერი, აღარ მალავენ. რაღაცაში ხო არ არის საქმე-თქო, რა ვიცი.

მაინც თილისში დავიბადე და გავიზარდე და არა პარიზში, მაგალითად და რა ვიცი, არ ვარ მიჩვეული და მიკვირს!...

...აი, მაგალითად გადასასვლელზე რო გადადიან პირდაპირ ბავშვით და მიწისქვეშა გადასასვლელი რო გვერდით აქვს? აი, მითხარით ერთი, რომელ თავისუფლებაზეა ლაპარაკი და მანქანას რო ინვალიდისთვის განკუთვნილ აღმართზე აჩერებენ.

ან ექიმის კაბინეტთან რიგში რო დგახარ და რომ იცი რო პაცინეტი ყავს და არ თამაშობს! კარებს რო აღებ ნუ "გელიოდებით ეხლა" და დროზე რაა! ამას რო აკეთებენ გინდა მითხრათ, რო ჰომოსექსუალიზმი გვიშველის??? ნეტააა ! დავიჯერებ მეც! იქნებ იმედი მომეცეს!

მართლა ცუდი არ მიგულისხმია არაფერი! კიდე ვამბობ, ვისაც რა უნდა ის აკეთოს და ყველამ ჩვენ პრობლემებს მივხედოთ!!! პროსტა ამ ბოლო დროს ფაკტებს შევესწარი ძაააააალიან ბევრს და გამიკვირდა. ეტყობა მაინც მოვიკოჭლებ ერუდირებაში და თავისუფლებაში", - წერს მომღერალი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

იხილეთ ასევე: თამარ ივერი მორიგ სკანდალში გაეხვია - ავსტრალიაში დაგეგმილ წარმოდგენებამდე "ჰომოფობი სოპრანო" ადგილობრივმა პრესამ დაგმო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს