"მოწყალების მაცივარი", სადაც სადილს უსახლკაროებისთვის დატოვებენ

"მოწყალების მაცივარი", სადაც სადილს უსახლკაროებისთვის დატოვებენ

საუდის არაბეთის ქალაქ ჰაილიში მცხოვრებმა მამაკაცმა სახლთან ახლოს, ქუჩაში მაცივარი დადგა, რომელსაც "მოწყალების მაცივარი" დაარქვა და ის საკვებით გაავსო - ძალიან მალე გემრიელი სადილი უამრავმა გაჭირვებულმა და უსახლკარომ მიირთვა. უცნობ მამაკაცს ადგილობრივებმაც მიბაძეს და მაცივარში საკვები დაამატეს. ეს ფოტო მოგვიანებით "ტვიტერში" ატვირთეს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მამაკაცმა ჟურნალისტებს სთხოვა, რომ ანონიმურად დარჩენილიყო. 

მომზადებულია huffingtonpost.com-ის მიხედით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს